მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12 » გარდაუვალი
7:07 PM
გარდაუვალი


უფსკრულში მიექანება.
როგორ იჩქარის...
მივყვები,რომ შევაჩერო,მაგრამ ფეხს ვერ ვუწყობ...
ალბათ,იმიტომ,რომ ეს მისი გზაა...
ამართლებს გარდაუვალის გარდაუვალობას...
მერე იტყვიან ,,ასე ეწერა"...
მე ბრძლა მინდა მისი გადარჩენისთვის,მაგრამ მარტო ვიბრძვი...მან ეს იცის და მზაქდაა,ხელი გამიშვას...რათა უფრო ადვილად,უფრო თავისუფლად ჩაუგორდეს ურჩხულს ხახაში...
მალე მარტოსულობა გაუხდება თანამეცხედრე და როცა შეცდომებს ვალებივით დაითვლის...გავახსენდები...
მოვა და მეტყვის რატო კარგად არ გეკიდაო ხელი....
მანამდე კი...მას მეც მოვბეზრდი და საკუთარი თავიც....მხოლოდ ვიღაცა არარაობა სურს,რომელიც უდგას სულის დარაჯად,გრძნობის დარაჯად,სხეულის დარაჯად...
მე ზუსტად ვიცი...წავა ჩემგან და აღარასოდეს დაღონდება ფიფქის სურვილზე – გუნდად იქცეს....რაზეც ერთად ვღონდებოდით ხოლმე...
არ ატირდება გაცრეცილი ფოთლის სევდაზე...არ ეხსომება მეოცნებე გოგონას სახე,მუდამ უჩვეულოს რომ სთავაზობდა...და აღარც ის,ყინვაში ერთად რომ აგროვებდნენ ღიმილს...აღარ იდარდებს ელიოზის გათოშილი სხეულს და მიზანს....არარსებულის ძიებაში გამქრალს დარდებად...

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 1275 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა