მთავარი » 2011 » აგვისტო » 15 » ღამურას გულისცემა
2:07 PM
ღამურას გულისცემა


ღამურას გულისცემა ზამთრის ძილის დროს წუთში 3-5 დარტყმაა, ხოლო მაქსიმალური დაძაბულობისას 880 წუთში.
ღამურა ხელფრთიანების რიგის ერთადერთი ცხოველია, რომელსაც სრულყოფილი ფრენა შეუძლია. იგი მსოფლიოს ყველა რეგიონში გვხვდება პოლარული და მაღალმთიანი რეგიონების გარდა. ცნობილია, რომ ღამურები დედამიწაზე უკვე 50 მილიონი წელია არსებობენ — იკარონიქტერის სახელით ცნობილი ნამარხი ღამურას თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ეოცენის პერიოდით თარიღდება. თავითა და სხეულის 8 სმ-იანი სიგრძით ეს ცხოველი იმდენად ემსგავსება თანამედროვე ღამურებს, რომ მეცნიერებს ძალიან ცოტა რამეს თუ ეუბნება ღამურების წარმოშობის ან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ფრენის უნარი. მათი ვარაუდით, ღამურების წინაპარი ხეზე მცოცავი რომელიღაც მწერიჭამია იყო.

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 3584 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა