მთავარი » 2011 » აგვისტო » 15 » გოეთე
11:46 AM
გოეთე


გოეთე გახლდათ გერმანელი მწერალი და მოაზროვნე. მისი შემოქმედების ყველაზე მაღალ საფეხურად, ითვლება "ფაუსტი”, რომელიც ალეგორიული ხასიათის "ნაწარმოებია”. მასში ასახულია სხვადასხვა ეპოქის იერარქია. გოეთეს ეკუთვნის რამდენიმე ათეული საკმაოდ ცნობილი გამონათქვამი.



* მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის.

* ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.

* დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.

* მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას.

* არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.

* კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.

* თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.

* ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.

* იმედი უბედურთა მეორე სულია.

* სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.

* ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.

* მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.

* ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.

* მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას.

* შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.

* ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.

* ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც.

* სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!

* თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.

* დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ” .

* როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.

* ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.

* არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.

* ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ?

* სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.

* დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ- მთავრობა.

* სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.

* შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.

* ქალი ყოველი არსის გვირგვინია.

* თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.

* ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.

* არსებობენ ცრუხელოვანნი – დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი – გამორჩენისათვის.

* შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა.

* ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.

* ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას.

* ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.

* ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.

კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 782 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა