7:58 PM გზები | |
ჩემიანებს ჩემი უკვირთ: რა და როგორ... როდის...რატომ... გზა ზნელია გასავლელი უნდა ვზიდო ეს გზა მარტომ! სიყვარული?..არც ეს ესმით... მაინც რისთვის, როდის,როდის... სიყვარული სიკვდილივით უკითხავად,ძალად მოდის... ეს სიშორე ცის და მიწის რა გვიანი შეხვედრაა, ვგიჟდები და კარგად ვიცი, ეს გზა სწორედ ჩემი გზაა... ერთ დღეს,ალბათ, აღარ მოვალ (განა ძალა დამკლებია?) შენ გიტოვებ გასათელად ყველას,ქვეყნად რაც გზებია... ნ.მ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |