მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » კობო აბე
9:38 PM
კობო აბე


საინტერესო ფაქტები:

1. აბე პირველი იაპონელი მწერალია, რომელმაც თავისი ნაწერები საბეჭდ მანქანაზე აკრიფა (1984 წლიდან). აბე იყენებდა ფირმა NEC-ის პროდუქციას (მოდელი "NWP-10N" და "Бунго").
2. გატაცებული იყო მუსიკით. ეთაყვანებოდა "Pink Floyd". აკადემიური მუსიკიდან აფასებდა ბელა ბარტოკს. აბემ პირველმა შეიძინა სინთეზატორი, სანამ მასიურად მოხდებოდა ამ ინსტრუმენტის გავრცელება იაპონიაში. სინთეზატორს აბე თავის თეატრშიც იყენებდა.
3. აბე ცნობილია თავისი ინტერესით ფოტოხელოვნებისადი, რომელიც მანიად ჰქონდა ქცეული. ის ხმარობდა ფოტოაპარატ "Contax" და მის ფოტოობიექტივში ნაგავსაყრელები ხვდებოდა.
4. აბეს ეკუთვნის პატენტი მარტივი და მოხერხებული გამწევი ცეპის ("Chainiziee"), რომელიც ავტომობილის ბორბალს უკეთდება ამწევის (დანკრატი) გარეშე. ეს გამოგონება გამოტანილი იყო მე-10 საერთაშორისო გამომგონებლების გამოფენაზე, სადაც აბე დაჯილდოვა ვერცხლის მედლით.
5. მის რომანებზე "ქალი ქვიშაში", "უცხო სახე" და "დამწვარი რუკა" 60-იან წლებში რეჟისორმა ჰიროში ტეშიგაჰარამ ფილმები გადაიღო. კადრები ფილმიდან "ქალი ქვიშაში" 1964 წ.




"ქალი ქვიშაში"  არის კობო აბეს გახმაურებული რომანი, რომელშიც თუ გავყვებით ქრონოლოგიურ ხაზს, შევხვდებით ცხოვრების სისასტიკეს, ადამიანის შეჯახებას რეალობასთან, შეგუებასა და ბრძოლას გადარჩენისათვის.   ნაწარმოებში ქვიშას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. იგი შეიძლება მივიჩნიოთ მწარე რეალობის, ცხოვრების სისასტიკის სიმბოლოდ.
  ნიკი ძიუმპეი მიდის მწერების დასაჭერად და იკარგება. იკარგება იმ სამყაროში, რომელიც მისთვის ყველაზე უცხო, მოულოდნელი და აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.
იკარგება იქ, სადაც დროს, წუთებს და  წამებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იქ, სადაც ცხოვრებას ნათლად აღიქვამს, როგორც ბრძოლას თვითგადარჩენისათვის; იქ, სადაც თითქოს ადამიანები კი არ ცხოვრობენ, არამედ უბრალოდ არსებობენ..
იგი ხვდება ქვიშის სოფელში, სადაც მას კეტავენ და აიძულებენ იმუშაოს.
   ნიკი ეჭიდება იმედებს, დღე_ღამეს იმედებსა და ფიქრებში ატარებს,მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის ხვდება, რომ ყველაფერი ამაოა. იგი ქვიშის დახმარებით აცნობიერებს ამ ცხოვრების სიბინძურესა და ამაოებას. ადარებს "ამ" და "იმ " სამყაროს და მიდის შემზარავ დასკვნამდე. იგი უკვე ხედავს ქვიშის ნამდვილ სახეს და თავიდან ქვიშით მონუსხული ახლა სხვანაირად უყურებს მას.
 ნიკის ზარავს და ამავდროულად იზიდავს ქვიშა. იგი ებრძვის მას, მაგრამ ორმოს მიღმა საშინელი სისასტიკე მეფობს..ადამიანები ერთმანეთს ატყუებენ და ღალატობენ.
სად სჯობს ორმოში თუ იქ, ზემოთ ,სადაც ყველანი შურითა და ტყუილებით მოწამლულები ცხოვრობენ...
    ნაწარმოებში ასევე გენიალურადაა წარმოდგენილი ქვიშის ორმოში მცხოვრები ქალის ტრაგიკული სახე, რომელიც შეჩვეულია ქვიშასთან ბრძოლას, მარტოობას, მორჩილებას და არსებობას წვრილმანი ოცნებებით, რომლებიც ასევე ორმოს უკავშირდება.(მაგ: სარკე, რადიო და ა.შ ) მას არ სურს გარეთ გასვლა, შეიძლება ეშინია კიდეც რაიმე სიახლის, ეშინია მისთვის ახალი და უცნობი ცხოვრების და ურჩევნია ისევ თავის ორმოში იჯდეს და ქვიშას ებრძოლოს.
  ნიკი ძიუმპეიმ კი გამოიგონა წყლის დაგროვების ნაგებობა, რომელსაც "იმედი" უწოდა.
  მალე ქალს მუცელი ეშლება და იგი ქალაქში მიყავთ. ნიკი ადის ორმოდან და ამდენი ბრძოლის შემდეგ მას თავისუფლად ეძლევა შესაძლებლობა იქიდან გაქცევისა, თუმცა ნიკი დარჩენას გადაწყვეტს, რადგან მას გაქცევა აღარ უნდა. ნიკიმ გააცნობიერა რომ სამყარო ,საიდანაც მოვიდა ისეთივე ქვიშისა და სიბინძურის ორმოა , რომელშიც თვითონ მოხვდა.
 "ქვიშის ფილოსოფია?"
ქვიშა , ანუ ცხოვრება ყოველგვარ ადამიანურს ანადგურებს თუ ბოლომდე, მედგრად არ შეებრძოლები. სააქაო ბრძოლაა თვითგადარჩენისათვის,საბრძოლო მოედანი კი ამქვეყნიური სიბინძრეა..
 მართალია ნიკი ძიუმპეი ცოცხალია, მაგრამ იგი საზოგადოებისთვის უკვე მკვდარია.. 
ის არსებობს , მაგრამ არ ცხოვრობს.
 ცხოვრებასთან ბრძლაში  უმრავლესობა დამარცხებულია..













კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 6783 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა