2:10 PM ქალები (რაბინდრანათ თაგორი) | |
ქალებიმხოლოდ ზერელედ შემისწავლია,უცხო დამკვირვებლის თვალით და რწმენა შემექმნა,რომ გულს მხოლოოდ ისეთ კაცს ჩუქნიან,ვინც,მათ ტკივილს მიაყენებს.ისინი უპირატესობის გვირგვინს ცხოველებისთვის წნავენ,რომლებიც ამ გვირგვინს გულისთქმის ჭუჭყში გათელავენ.თუ ასე არ მოხდება,ქალი ისეთ ვინმეს მიაპყრობს მზერას,ვისაც ეს ყვავილწნული არ შეშვენის,რადგან იმდენად დახვეწილი გრძნობები აქვს,რომ არქონას უდრის.... არჩევანის დროს ქალები არაფრად აგდებენ საშუალო ხალხს,რომლებშიც სიდიადე და არარაობა ერთად არის გათქვეფილი.როცა ვამბობ ქალიო...ყოველშემთხვევაში,ვიცი,რომ ის თიხიდან გამოძერწილი სათამაშო არაა და არც ვინას კეთილხმოვანი მელოდია.... ქალები თავს გვანებებენ მხოლოდ იმიტომ,რომ არც ხარბი,თავხედური,შმაგი განუსჯელობა გაგვაჩნია,არც ფანტასტიკური ოცნების უნარი.მათ ვერ მოვდრეკ ჩვენი გრძნობის ძლიერებით და ჩვენი ოცნებების ხატებად ვერ ჩამოვასხამთ.ჩვენ მათ ვიღებთ იმად,რაც სინამდვილეში არიან და ამიტომ მხოლოდ კეთილგანწყობით თუ განიმსჭვალებიან ჩვენს მიმართ, სიყვარულით კი – არასოდეს! ჩვენა ვართ მათი საიმედო საყრდენი,ყოველთვის შეუძლიათ ჩვენს ერთგულებაზე დანდობა.ჩვენთვის მსხვერპლის გაღება ისე ბუნებრივია,რომ მათ ამის ფასი ავიწყდებათ.ერთადერთი ჯილდო,რომელსაც მათგან ვიღებთ,ას არის,რომ გაჭირვებაში ჩავარდნილები,ჩვენს შველას ითხოვენ...შესაძლებელია,პატივსაც გვცემდნენ მაგრამ...კმარა!იქნებ ამას სიმწარე მალაპარაკებს და ყველაფერი სიცრუეა...იქნებ სწორედ იქ ვიძენთ,სადაც არაფერს ვღებულობთ.... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |