მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » ქალს რა ჰყოფნის...
1:48 AM
ქალს რა ჰყოფნის...


ქალს რა ჰყოფნის?
სიტყვა ერთი...
გინდა გახდე მისი ღმერთი?..

დაუქანცე ყველა ფიქრი,
სული ასე მეამბოხე,
ჯერ დედოფლად აქციე და
მერე ცივად მიატოვე...

ქალს რა ჰყოფნის?
ცოტა სითბო...
ამაყია შენთან...ვითომ.


მერე დარდი გაუქარწყლე,
ფსევდო – მზერით აუხსენი,
რომ კეთილი სიზმარი ხარ,
კვიმატად არ აუხდები...

ქალს რა ჰყოფნის?
მცირე ჩრდილი...
აღუზრდიათ ასე ზრდილი.

შენგან ნათოვ გულის სითბოს
გაექცევა ვერასოდეს,
სურდეს,გითხრას რაღაც თითქოს,
მაგრამ სიტყვას ვერ ამბობდეს...

ქალს რა ჰყოფნის?
დიდი დარდი...
უიმისოდ ვერსდა დადის...

გაიქეცი,დაემალე,
არ დატოვე სიტყვა ერთი...
ქალს რა უნდა?
დაკარგული...
რომ დაბრუნდეს მისი ღმერთი!

(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 759 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა