მაკარონი მაიონეზის სოუსით (სამარხვო)
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: კულინარია
მასალა:
500 გრამი მაკარონი
100 გრამი მაიონეზი
1-2 კბილი ნიორი
1 კონა ქინძი
შავი პილპილი
მარილი
მომზადების წესი:
მაკარონი მოხარშეთ მარილწყალში. შემდეგ გადაწურეთ და გადაავლეთ ცივი წყალი. ცალკე მოამზადეთ.
მაიონეზის სოუსი:
100 გრამ წყალში გათქვიფეთ მაიონეზი, დაამატეთ დანაყული ნიორი, შავი პილპილი, ქინძი, მარილი და ათქვიფეთ. სოუსი მოასხით მაკარონს.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა