10:31 AM მაჩუ პიკჩუ | |
მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. ძველი მთა; ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი") — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახლოებით 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, 80 კმ-ში ქალაქ კუსკოდან ჩდრილო-დასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. მაჩუ-პიკჩუ არის ნაშენი ქვით მე-15 საუკუნის შუა ხანებში ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე მაჩუ-პიკჩუზე და უაინა-პიკჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია `პიგჩუ ან პიჩო~. დოკუმენტური წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნის შუა ხანებში, მაჩუ-პიკჩუ იყო ერთ-ერთი მოსასვენებელი რეზიდენცია პაჩაკუტეკის (ინკების პირველი იმპერატორის 1438-1470). მიუხედავად ამისა მისი არქიტექტურა და ძირითადი გზა ხაზს უსვამენ მის წმინდა რელიგიურ ხასიათს. მაჩუ-პიკჩუ ამავე დროს წარმოადგენს უდიდეს არქიტექტურულ ძეგლს, იგი გამოირჩევა პეისაჟური არქიტექტურით, რაც იზიდავ ტურისტებს. მაჩუ-პიკჩუ არის კაცობრიობის დაცული საგანძურის სიაშიიუნესკოს 1983 წლის გადაწყვეტილებით, როგორც ცულტურულ ეკოლოგიური სიმდიდრე ერთიანდება შემდეგი სახელწოდების ქვეშ მაჩუ-პიკჩუს ისტორუილი სიწმინდე. 2007 წლის 7 ივლისს მაჩუ-პიკჩუ შევიდა სამყაროს საოცრებათა სიაში, ლისაბონში გამართულ ცერემონიაზე. მდებარეობა: მაჩუ-პიკჩუ მდებარეობს პერუში ურუბამბას პროვინციაში,
კუსკოს რეგიონში. ყველაზე ახლომდებარე მნიშვნელოვანი ქალაქია კუსკო,
ახლანდელი დედაქალაქი რეგიონისა და ძველი ინკების დედაქალაქი, რომელიც
დაშორებულია 130 კმ.-ით მაჩუ-პიკჩუდან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |