მთავარი » 2011 » აგვისტო » 26 » მაჰათმა განდის ფრაზები
11:15 PM
მაჰათმა განდის ფრაზები


პირადი ცხოვრების სიწმინდე აუცილებელი პირობაა, რათა სხვა აღზარდო და გაანათლო.

ქალის ჭეშმარიტი სილამაზე, მისი შინაგანი ბუნებაა.

აპატიო არ ნიშნავს რომ დაივიწყო.

პირივნების ღირსება მდგომარეობს სიყვარულის უნარში, მიუხდავად იმისა, არის თუ არა შენი მეგობარი ის ვინც გიყვარს.

უდიდესი ძლიერება – მტკიცე ნებისყოფაა და არა ფიზიკური ძლიერება.

სიბრძნე გამოცდილებით მტკიცდება.

როცა ვინმე ცდება, ჩემს თავს ვეუბნები: -- შენ არ შემცდარხარ განა? ან თუ ვინმე ვნებებსაა აყოლილი მაშინაც მოვაგონებ ხოლმე ჩემს თავს – განა შენ არ აყოლილხარ ვნებებს? და ასე თანდათან ვრწმუნდები, რომ მეც ისეთი ვარ, როგორიც სხვები. თუმცა იმასაც ვგრძნობ, რომ მე ვერ ვიქნები ბედნიერი, სანამ ყველანი არ ვიგრძნობთ, რომ ბედნიერნი ვართ.

წინააღნდეგი ვარ ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდების, რაგინდ კეთილშობლიურ მიზნებს არ უნდა ემსახურებოდეს.

არ მინდა განვჭვრიტო მომავალი, ჩემი ვალია აწმყოს გავუფრთხილდე, რადგან მომავალის ჭვრეტა ღვთის უფლებაა, მას კი ერ ჩემთვის არ მოუნიჭებია.

საკმარისი თავმდაბლობა გამაჩნია, რათა ვაღიარო საკუთარი შეცდომები და მუდამ გავაანალიზო ჩემს მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.

ძალიან იოლია თქვა, არ მწამს ღმერთი, რამეთუ ღმერთი არ გსჯის ამისათვის და გაძლევს საშუალებას რაც გინდა ის თქვა მასზე. მაგრამ იგი ყოველ ჩვენს ქმედებას თვალს ადევნებს და მისი კანონის ყოველი დარღვევისთვის, შურისძიების გარეშე, გვაიძულებს განვიწმინდოთ და მივიღოთ მისგან სასჯელი.

მუდამ მაოცებენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ მათ პატივით მოეპყრონ, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ.


"ჟურნალისტის ერთადერთ მიზანს საზოგადოებისთვის მსახურება უნდა წარმოადგენდეს. პრესა უდიდესი ზემოქმედების მქონეა, მაგრამ როგორც ადიდებული მდინარის ნიაღვარი შთანთქავს და ანადგურებს ნაპირზე ყველაფერს, ზუსტად ასევე, ემსახურება ნგრევას თავის ნებაზე მიშვებული ჟურნალისტის კალამი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, თუკი მას ვინმეს კარნახით მართავენ . "




კატეგორია: აზრები | ნანახია: 1496 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა