6:15 PM მაკარონი ბოსტნეულით | |
მასალად საჭიროა: 400 გ სამარხვო მაკარონი; 2,5 ლ წყალი; 50 გ მარგარინი ან სამარხვო კარაქი; მარილი - გემოვნებით;
100 გ დაჭრილი სტაფილო; 100 გ დაჭრილი თავი ხახვი; 50 გ ტომატ-პიურე; 50 გ მწვანე ბარდა; 50 გ მარგარინი; ოხრახუში, მარილი - გემოვნებით. მომზადების წესი: მაკარონი მოხარშეთ ჩვეულებრივად. სტაფილო დაჭერით, მოშუშეთ მარგარინში წვრილად დაჭრილ ხახვთან და ოხრახუშთან ერთად; დაუმატეთ ტომატ-პიურე, მწვანე ბარდა. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და გააცხელეთ. მზა მასა გადაურიეთ მოხარშულ მაკარონს. კერძი გადაიტანეთ თეფშზე, მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |