მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » მე ბოშა...
10:03 PM
მე ბოშა...


სულში ვიღაც უტიფარი
ბოშა ჩამსახლებია,
ეს ქარები ამორძალის
შავი დალალებია...
რომ აქროლებს მკვდარ სამყაროს
ქროლვა,ქროლვა,სიშორე...
ბავშვობიდან მომდევს ბოშა,
ერთმანეთს ვერ ვიშორებთ.
ცეცხლოვანი როკვით ვეძებ
თავაშვებულ ურდოებს,
ასე როგორ გადამრიე,
როგორ გამაუცხოვე...
შემრჩა მხოლოდ მუნჯი სევდა
და თილისმა –ზურმუხტი,
ბოშის ცივი გამოხედვა
და ნაბიჯი მსუბუქი.
მაინც როდის დაეშვება
ეს მოგიჟო აფრები?...
მე და ბოშა კვლავ ერთად ვართ,
და ერთი გვაქვს დარდები...
ნ.მ
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 1132 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა