მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » მე....რა...რომ არა ადამიანი...
7:02 PM
მე....რა...რომ არა ადამიანი...

ერთი ძველი ბლოკნოტი ვიპოვე...
გვერდებშემოფლეთილი...
სტუდენტობის დროინდელი ჩანაწერები ვნახე....
ერთად მეწვია სევდაც და დანანებაც....
სევდა იმ ლამაზი წლების....ყველაზე ბედნიერ ხანას რომ უწოდებენ ცხოვრებაში...
მოკლედ,ასეთი რაღაც გამიკეთებია....
მე რა ვიქნებოდი,რომ არა ადამიანი....
ჩემმა ჯგუფელმა,ეს ჩანაწერი გამიკეთა...
აი ისიც...
ფრინველი – ფასკუნჯი;
ცხოველი – ირემი;
მწერი – დედა ფუტკარი;
ყვავილი – ედელვაისი,მწყინვარწვერზე გაყვავებული;
ამინდი – გამოდარება;
მუსიკალური ინსტრუმენტი – ორღანი;
ტრანსპორტი – მფრინავი ხალიჩა;
ხე – ვაშლი ყვავილობისას;
თვე – აპრილი;
ბუნების მოვლენა – ჭექა –ქუხილის გარეშე):);
ლიტერატურული ჟანრი – ტრაგედია;
ფერი – წითელი;
სამკაული – თმაში ჩამალული ჩხირი;
საოჯახო ნივთი – სკივრი;
სიტყვა – ,,მომავალი";
ქვა – ძოწი;
ნივთიერება – ლაკმუსი;
ფრაზა: ,,მშვიდობით,წარსულის სიზმრებო"...;
მუსიკა – მეტალი;
სასმელი – კუმისი;
პროფესია – სტრატეგოსი;
სხეულის ნაწილი – თავი;
საშენი მასალა – კირი;
ავადმყოფობა – თავის ტკივილი;
ცეკვა – ჰეტერას ცეკვა;
წელიწადის დრო –გაზაფხული;
ლითონი –ფოლადი;
პარფიუმერია – პომადა;
იარაღი – ხმალი:)
მძივი – ნიჟარების;
მანძილი – ბავშვობიდან–სიბერემდე;
სათაური – მონატრება;
შეტყობინება – ,,ნუ გეშინია" და მართლაც....
აი....რატომ,რისთვის,რის გამო,ამ ყველაფერს ახლა ვერც მე ვხვდები:)))))))




კატეგორია: ჩემი ჩანაწერები | ნანახია: 1071 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა