12:34 PM მნიშვნელოვანი აზრები | |
შილერი:-უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი. ვერო:- ამნისტია არის აქტი, რომელთაც მბრძანებლები სხვა ადამიანებს ისეთ უსამართლობებს აპატიებენ,რომელნიც მათ თვითონ ყველაზე ხშირად ჩაუდენიათ. რენანი:- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია. ჰიუგო:-ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც. რუსო:-მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს. მორალი:- იყავ პირველი,როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი,როცა უნდა ილაპარაკო. სოფოკლე:- ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის. პასკალი:- ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს. ფლობერი:-მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა!!! დიუმა:-ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია. ზიადელი:-ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას - დედის სიყვარული ქვია... ჩეხოვი:-თუ გსურს ბევრი დრო გქონდეს, ნურაფერს გააკეთებ. სენეკა:-ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს. ამიელი:-რწმენა საბუტის გარეშე უყოყმანოდ დაჯერებაა. შოუ:-პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს. შექსპირი:-იყო პატიოსანი არ ნიშნავს, იყო რჩეული ათიათასთა შორის. ლაუბი:-ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება. ქეი-ქუასი:- ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის. გოეთე:-შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის. რაბლოე:-ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია. პასკალი:-ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს. გოეთე:-თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს. ჟან პოლი:-სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა. ფრანკლინი:-ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ. დემოკრიტე:- უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვისი შოუ:-სათნოება ის კი არ არის,რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის,რომ არ ელტვოდე მას. ბელინსკი:-ვინც წინ არ მიდის,ის უკან მიჰყვება.ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს. ლინკი:-მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე... პეტრე I :-არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს-აი,ეს არის უბედურება. მარგოლიუსი:-სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა. შამფორი:- ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი -ძუნწი. ფსალმუნი:- ყველა ადამიანი მატყუარაა. გოეთე:-სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით. ბიორნე:-სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის. რიხნერი:-ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე,რომელმაც იცის,რომ უნდა მოკვდეს. ნიცშე:-მრწამსი ხშირად ყველაზე საშიში მტერია ჭეშმარიტებისა. ბრეხტი:-ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით. ნეტარი ავგუსტინე :-სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს,არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ. თეოფრასტე:-სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი გარდა საკუთარი თავისა. ვოლტერი:-უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ. კნიტელი:-ბებერი მაშინ ხარ,როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ,ვიდრე მომავალში. ლაბრუიერი:-მღელვარება, შიში, მწუხარება კი არ გვაშორებს სიკვდილს, პირიქით გვაახლოებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული მხიარულება არ შეჰფერის ადამიანებს,რაკი მოკვდავნი არიან. რიდი:-სიმართლე არის ის,რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ. მარკუს ავერელიუსი:-ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა-ეს არის საკუთარი თავის შებრალება. ბიორნე:-არაფერი ინანო!-აი, ეს არის ყოველგვარი სიბრძნის სათავე. არისტოტელე:-გაიძვერას სინდისი, რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა. პუბლილიოს © ცენზურა ©უსი:-სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს. დემოკრატე:-სულელებს დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც მათ აქებენ. მორი:-ბრძენი უფრო იმას ეცდება,რომ სნეულება აირიდოს,ვიდრე საშუალება ეძებოს მის მოსარჩენად. კუპერი:-ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული. ილია:-ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა. ნაპოლეონი:-თუ გინდა, რომ სიყვარულს ძლიო-გაექეცი. ოვიდიუსი:-რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე. თომას ფულერი:-დღევანდელი ერთი საათი ხვალინდელ ორ საათს უდრის. ლაბიში:-ეგოისტი...ისეთი ადამიანია, რომელიც ჩემზე არ ფიქრობს.. ლაროშფუკო:-ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |