მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » მოხვალ?
8:12 PM
მოხვალ?

უტყვად გავქცერი გზას ლოდინიანს
ფიქრია ძველი.
მოხვალ ოდესმე?
თუ დარჩები მგზავრი – გამვლელი..
ჩემი თვალებით გაკვალულ შარას თუ დაედება
ვეება ლანდი...
დღემდე ასეთი ფაქიზი იყავ,
დღემდე ასეთი ლამაზი
მწამდი...
ვიცი,დაგღალე,რომ ბოლომდე
არ დავიხარჯე,
მერე სინანულს ვერ ვაჯობე და
დავისაჯე,
სივრცე.. ჩვენ შორის გახიდული... ისე გამკაცრდა,
რომ სულის მოთქმა–დასვენება
აღარ დამცალდა...
ადრე დამიდნა გაზაფხული და გვირილები....
ხეივნის ჩრდილში ვიკარგები და ვირინდები...
ბილიკს გავცქერი... რა შორია ეს გზა –  დამღლელი....
მოხვალ ოდესმე?
თუ დარჩები მგზავრი – გამვლელი...
ნ.მ.
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 738 | დაამატა: nino | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა