მთავარი » 2011 » აგვისტო » 17 » მპოვნელს..
9:13 AM
მპოვნელს..


ადამიანო,ჯერ ხარ სხეული და მერე სული
მიუწვდომლობა...
დრო არ იცვლება...ეს შენ იცვლები...
ხან ზაფხული ხარ,ხან შემოდგომა...
ადამ და ევას ჩდომილი გენი,
გზაგასაყარი ცისა და მიწის...
უნდობლობაში მოგუდე სივრცე...
დამბადებელმა ყოველი იცის...
ახალი გზა ხარ,ახალი ზეცა,
სისპეტაკის და ცოდვის ნაზავი
სიამოვნების ბრმა პატიმარი,
ცდილობ სამყაროს დაუდო ზავი...
ადამიანო,ვიდრე სულდგმულობ,
ვერ შეძლებ გერქვას სახელად კაცი...
სემოქმედია დიდი ნათლია
ყოფნა–არყოფნის წესებით – მკაცრი...
და მაინც შენ ხარ ქვეყნის მეუფე,
ორშაბათიდან – ვიდრე კვირამდის...
შენა ხარ შენი შემფასებელი,
დამტოვებელი ქვეყნად სიმართლის.
ამადაც შენად მემეტება
ცემი სახელი...იქნებ ცოდვილი...
ჩემი სხეულის შუქი და ჩრდილი
მოსაძებნი და შეუცნობელი.
ადამიანო,ნუ ელი ახალს,
გესმას ძახილი
გახდი მპოვნელი...
ცა ღაღადებდეს ,,ამინ,კაცის ძეს"
და ღამე იდგეს დამთრობელი...
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 1042 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა