მთავარი » 2011 » აგვისტო » 17

ზმანება

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი პოეზია



დღე დღეს მიჰყვება
დღე დღეს იტოვებს
უკან...
აღარსად არი
გასული დილის დარდი...
ამ დიდ ქალაქში
 გამოგედევნო უნდა
და გკითხო...ნეტავ...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

შეგონება

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი პოეზია




_ ეცადე,თავი არ შემაყვარო...
_ კარგი.
_ მაგრამ შენ სურნელს ვერ დავივიწყებ...
_ კმარა.
_ და მაინც მინდა,რომ შენთნ ვიყო...
_ დარჩი.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

თვალების ენა...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი პოეზია




სიტყვები მხოლოდ ხმაურია
სხვა არაფერი...
არც უსიტყვობა ივარგებს,თუმცა...
თავისი ენა აქვს თურმე თვალებს...
თავისი ენა აქვს თურმე გულსაც...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

თითებს მე დავსჯი...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



სახეზე ხელები ავიფარე
და შენი თვალების სითბო ვიგრძენი...
ნახე...ჩემს თითებს,ამ ქურდბაცაცებს შენი სუნთქვა არ მოუპარავთ?
ხელს გამოჰყვაო,იტყვიან ხოლმე...:)
თორემ აბა რას გავბედავდი...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ფიქრში დაგშორდი...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



ფიქრში დაგშორდი
შენც დაგშორდი!...გადაგივიწყე...
სხვა დანარჩენი ყველა მომბეზრდა...
შენთან პირიქით...
მინდა,ამჯერად,შენ მოგბეზრდე...
გამოგონილი სითამამით...


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

აბლაბუდა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი პოეზია



სული გაქვს ძლიერი,
ნატიფი სხეულით მამშვიდებ,
გნახე და გიგრძენი
გნახე დაგიპოვე...მაშინვე....
ვიყავი თვნება,
გიჟმაჟი ქარივით სულელი,
რაღაცა მთავრდება

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მპოვნელს..

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი პოეზია




ადამიანო,ჯერ ხარ სხეული და მერე სული
მიუწვდომლობა...
დრო არ იცვლება...ეს შენ იცვლები...
ხან ზაფხული ხარ,ხან შემოდგომა...
ადამ და ევას ჩდომილი გენი,
გზაგასაყარი ცისა და მიწის...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გაორებული

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი პოეზია


,,მივხვდი შენ ორი ხარ,
მებრალები...დაიტანჯები"...(ხმა)

ორი ვარ...ერთი ქალის სხეულით
და არ არსებობს სხვა ტრაგედია,
ჩემი ცხოვრებით ბევრი რვეული
ავკინძე...მაინც არ დამეტია...
ყველას სიმართლე არის ზღაპარი
მეც ხან ნიღბით ვარ,ხანაც უგრიმოდ...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

განმეორება

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი პოეზია


ყოველვის,როცა გემშვიდობები,
შენგან გავრბივარ,
მე მეშინია შენი...
მარტო ვრჩები და მინდა,მოგძებნო,
თავიდან ყველაფერი...
დანახვა...ნახვა...სიტყვა...შეხება...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

წვიმამ თავი მომაბეზრა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი პოეზია


წვიმამ თავი მომაბეზრა
გულზე ღვარად დამდის წყალი,
შენზე ფიქრი დამაბედა...
ასე როგორ გამიხარდი...მოდი,ერთად დავიკარგოთ,და ქარიშხალს გავყვეთ ზეცად,
დედამიწა...მარაოა

კომენტარები [0] | სრულად ნახვა