მთავარი » 2011 » აგვისტო » 28 » პატარა ნაბიჯების ხელოვნება (ანტუან –სენტ ეგზიუპერი)
5:25 PM
პატარა ნაბიჯების ხელოვნება (ანტუან –სენტ ეგზიუპერი)


1.მე არ გთხოვ,უფალო,დამაჯილდოვო სასწაულების და ხილვების უნარით,მომეცი ძალა ყოველდღიურობისთვის.
2.მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.
3. გამხადე მპოვნელი და გამომგონებელი,რათა ყოველდღიურობას ზუსტად მოვარგო ის,რაც მე მეხება .
4. მასწავლე დროის სწორად განაწილება.
5. მაჩუქე თითების წვერების მგრძნობელობა,რათა აღმოვაჩინო,რა არის პირველი რიგის და რა მეორის.

6. შემამეცნებინე,რომ ოცნებები წარსულისა და მომავლის შესახებ ვეღარაფერს დამეხმარებიან.
7. დამეხმარე,თავი გავართვა ჩემს მომდევნო ამოცანას და მივხვდე იმას, რომ ამჟამინდელი წუთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
8. დამიცავი გულუბრყვილო რწმენისაგან,რომლის მიხედვითაც ცხოვრებაში ყველაფერი დაუბრკოლებლად უნდა მოდიოდეს.
9. ამიხილე თვალი,რათა დავინახო,რომ განსაცდელი,მარცხი და იმედგაცრუება ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრებია,რომელთა მეშვეობითაც ვიზრდებით.
10. გამახსენე,რომ ეს გული ხშირად გონების წინააღმდეგ ილაშქრებს.
11.გამომიგზავნე საჭირო დროს ის,ვინც თამამად და სიყვარულით მეტყვის სიმართლეს. 12. შენ იცი,თუ რა ძლიერ გვესაჭიროება მეგობრობა,გამხადე ღირსი სიცოცხლის ამ უმშვენიერესი საჩუქრის.
13.მომეცი ალღო,რომელიც წყალქვეშა ნავივით ჩააღწევს «ქვემოთ» მყოფებთან.
14. ამაცილე იმის შიში,რომ შესაძლოა ეს ცხოვრება ფუჭად გავიარო.
15. ნუ მომცემ იმას,რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ,მომეცი ის,რაც მე მჭირდება. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 1264 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა