4:48 PM ფიქრში საუბარი... | |
ზეცა ისევ ჩამოიქუფრა. ისევ წვიმს. ტითქმის ყოველღე მახსენდები... მეფიქრება შენზე და წვიმაზე... შენ გიყავრს წვიმა...მე – არა... ადამიანს მდიდარი წარმოსახვა აქვს.ზოგისთვის წვიმა უბრალო ნალექია,ზოგისთვის ცის ცრემლი და სევდის ფერი.... შენც სხვანაირი ხარ ჩემთვის....მიწიერი... ვიცი არ დამეთანხმები,რომ სველი სამყარო მოსაწყენია... ისიც გიკვირს,ჩემი ამინდი ქარიშხალი რომ არის... თუმცა,მომწონს,ქარი თმას რომ წეწავსო..... აწეწეილ სულს...ნეტავ როგორს წარმოიდგენდი?... ახლა სადღაც ხარ. ყველაფერს იტან,სიმარტოვის გარდა... თუ გიფიქრია,რომ ის გვბეზრდება,რაც გაგვაჩნია? ის სადღაც,სადაც შენ ხარ,ჩემგან შორსაა... როცა შევხვდებით ვერაფერს ვიტყვით,დრო....სათქმელს აუფერულებს.... თუ შენთანაც წვიმს,ვიცი როგორ მასპინძლობ წვიმიან ამინდს...... ....დღეს შენი სახე წარმოვიდგინე...ჯერ ბუნდოვნად,მერე ნელ–ნელა გაცოცხლდა წარმოსახვა და.მივხვდი,რომ ძალიან მ ო მ ე ნ ა ტ რ ე....... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |