3:56 PM ფიქრში საუბარი... | |
,,წავედი"...თქვა და წამოდგა... დანა რომ დამარტყა,ხმას ვერ ამომაღებინებ. ჩემი სევდის სამყარო დუმილია. მელოდება,რამე ვუთხრა... ფიქრით ვეპასუხები... _ ,,იქნებ აქამდეც უნდა წასულიყავი..." _ ,,მოვალ..."ის...ხმამაღლა... ,,თუ გინდა ნუ მოხვალ"...მე ფიქრით... _ ,,ისევ გამებუტე?....რა ჯიუტი ხარ,მითხარი რამე"...ისევ ხმამაღლა... _ ..... _ ,,არ მემშვიდოდები?" უფრო ხმამაღლა... _ .... _ ,,ადექი,კარი დაკეტე,მარტო რჩები?"...თითქმის ყვილით... _ .... _ ვიცი,ხმას ვერ ამოგაღებინებს კაცი...მივდივარ!"...უკვე ჩუმად:) :):) მიცნობს:):) ახლა ავდგები და ფანჯრიდან გადავხედავ. ქუჩაც ჩუმია. ქარს აყოლილი შემოდგომა მარაოს ჰკინძავს ჩუმი ფოთლებით.ის კი ტროტუარს მიუყვება მძიმე ნაბიჯით. ,,რა ლამაზია"...ვფიქრობ ღიმილით. ჩემ მზერას უძლებს... არ იხედება... მაგრამ იცის,რომ გავყურებ:) გვიანი შემოდგომის ორი ფოთოლი....ერთმანეთისთვის ერთადერთნი... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |