მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » რა ცხოვრება...
1:24 AM
რა ცხოვრება...


რა ცხოვრება...საჭაპანე!
სად ზეკარი აღმართული,
მთვარის ირგვლივ შარავანდი
შავზე–თეთრით დაბლანდული.
დღეთა ტეხით მონავარდე
დელგმა სულში შემოსული,
და ვაზნარი დაჩოქილი
ძარღვიანი,შესუდრული.
თაიები ღონემიხდილ
მზერას ჩრდილში ასვენებენ,
რა ცხოვრება გასაკვირი
დღეს – ღამეში ათენებენ.
და არჯლის დღეს სად სიკვდილი
დაგამუნჯებს ...რაღა ლხინი...
შვიდ დღეს აღაპ–სიმძიმილი
ბაზმა,ცრემლი,ბალდახინი...
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 1005 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა