მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » საყვედური
6:53 PM
საყვედური


ფიქრი დამძმდა,
დღესაც გაწვიმდა,
წ ვ ი მ ა ...
ცოტაც მოიცა,
იქნება მიხვდე
ვინ ვარ...
რამდენი სიტყვა
ფუჭად წაიღო
ნისლმა...
და ვერაფერი,
სულ ვერაფერი ითქვა...
შენი სათქმელი...ჩემი ფიქრი
ერთხელ რომ გეთქვა,
და გვირილებით მოგელოცა
სიცოცხლის ფეთვა,
იქნება დარდი არ ყოფილიყო ასე...
სიცარიელეს
ჩუმი ლოცვებით ვავსებ...
ფართო სარკმელში
თბილი აჩრდილი – მზეა...
ფიქრი დამძმდა...
სულ შენნაირი დღეა...
(ნ.მ)

კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 877 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა