მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » შემდეგ რა იქნება...
4:32 PM
შემდეგ რა იქნება...

რა უბრალოდ ხდება ყველაფერი...დიდი განცდით ელოდები თუ რამოხდება შემდეგ...მალე ის შემდეგიც დგება და და ფიქრობ რომ ეს არაფერი ყოფილა...
კიდევ ელი შემდეგს...
ცხოვრება შემდეგის მოლოდინია,რომელიც არასოდეს გვაკმაყოფილებს.
ან ჩვენ ვართ ხარბები და არ გვყოფნის რაც გვაქვს,ან განგებაა ძალიან ზუნწი და დამიანს ისე მიათრევს,როგორც ყურმოჭრილ მონას...სემდეგისა და შემდეგის ძიებაში...
ადამიანიც ბუზღუნ–ბუზღუნით ათენ–აღამებს და თავის გაჩენას აყვედრებს ღმერთს...
თუმცა,ვისთვის რა ჰქვია ზეციური სამყაროს მეფეს...
დედამიწაზე ,,ხილული ღმერთების" დადიან და ისინიც გაფაციცებით ელიან შემდეგს.მათ ისე აინტერესებს თავიანთი ბედი,ჰგონიათ,რომ მათი მომავალი სამყაროს მომავალია:)
ხშირად ვამბობ,ზოგი ისეთია,ზოგი ასეთი.ყველა განსხვავებული ზოგია.
მაგრამ ნანატრი შემდეგი ყველას ერთი აქვს...დადგეს ნანატრი წამი და ის წამი შეაჩერო...რომ იმ ერთი წამისთვის ღირდა ყოველი.
ვფიქრობ,არ გვყოფნის ბედნიერება და უშემდეგო შემდეგის ძებნაში ასე თანდათანობით....ვუახლოვდებით სიკვდილს...

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 814 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა