4:00 PM სხეულის ენა | |
თუ ვინმეს უყვარხართ, შესაძლოა მან არ გითხრათ თავისი გრძნობების შესახებ, მაგრამ თქვენ შეგწევთ უნარი გაიგოთ თუ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს შესახებ. როგორ? იგი იყენებს სხეულის ენას (თუმცა შესაძლებელი თავად ვერც კი აცნობიერებს ამას). თქვენ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ის თქვენს სასარგებლოდ და შეიტყოთ სიმართლე და გაიგოთ რას ფიქრობს ის ადამიანი თქვენზე. სხეულის ენა საიდუმლო და საკმაოდ ძლიერი ენაა, იგი ყოველთვის მეტს ამბობს ჩვენს შესახებ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი საუბრის დროს. ექსპერტების მიერ დადგენილ იქნა, რომ ჩვენი კომუნიკაციის 50-80% სხეულის ენაზე მოდის. ჩვენი სხეული მუდმივად გასცემს სიგნალებს, თან ისე, რომ ვერც ვხვდებით ამას. არავერბალური კომუნიკაციების უნარი ადამიანებს დაბადებიდან გადმოგვეცემა. ფოკუსი როცა ადამიანი გიყვარს მასზე აკეთებ ფოკუსირებას და აქცევ ყურადღებას, სხვა შემთხვევაში შენი ყურადღება სხვა რაიმეზე გადადის. როცა ხარ იმ ადამიანთან ერთად, რომელიც გიყვარს და ის გიყურებს საუბრის დროს ეს არის ერთ_ერთი ნიშანი იმისა რომ ამ ადამიანს მოსწონხართ, რადგან, თვალები ამბობენ ყველაფერს და თუ ადამიანს არ მოსწონხარ გაიხედება ფანჯარაში ან შეხედავს სხვა გოგოს/ბიჭს. გაფართოებული თვალები როგორც ამბობენ თვალები სულის სარკეა. ასე რომ როცა გიყვარს ადამიანი თვალის გუგები ფართოვდება აღელვებისგან. თუ ვიღაც გიყურებთ "დიდი თვალებით” ეს გამოხატავს ინტერესს თქვენს მიმართ. ასე რომ ‘‘უყურეთ მას თვალებში და აღმოაჩინეთ ინტერესი‘‘. ტუჩების და პირის მოძრაობა გოგონამ შეიძლება იკბინოს ნაზად, ან ენით დაისველოს ტუჩი, ეს აჩვენებს, რომ ის არის დაინტერესებული პარტნიორით. მაგრამ, ხშირად გოგონები ამას განზრახ აკეთებენ. თმა თმების თამაში გამოხატავს დაინტერესებას საპირისპირო სქესის მიმართ. გოგონები ახვევენ თავიანთ თითებს თმებში. ყმაწვილები მთელ თმაში იდებენ ხელებს. თმების გრეხა უფრო მეტად დაღლილობის ნიშანია, ვიდრე სიყვარულით აღელვების. მკლავები და ხელები თუ გოგონა იჯვარედინებს ხელებს (რომელიც ნორმალურია იმ შემთხვევაში თუ ცივა) ის აჩვენებს რომ თავს არ გრძნობს კომფორტულად. ჩამოშვებული ხელები აჩვენებს რომ ის ნაკლებად დაცულია. ფეხები ქალებს უყვართ ფეხების ერთმანეთზე გადადება და ეს არ ნიშნავსიმას, რომ ის არ არის დაინტერესებული. დაივიწყე ამის შესახებ და კონცენტრაცია გააკეთე ფეხის თითებზე, რადგან ისინი მიდრეკილები არიან იმისკენ, რომ გამოხატონ სხეულის ძირითადი ენერგია. თუ ვიღაცის გრძნობები არის მოსაბეზრებელი ან გულგრილია მაშინ ის ფეხის თითებს უბრალოდ დებს ქვემოთ. მაგრამ, თუ ვიღაცა აღელვებული და ენერგიულია მისი ფეხის თითები აკეთებენ წრეს ან ხტიან. დაინტერესებული ქალები ფეხის თითებს სასურველი მამაკაცისკენ მიმართავენ. ხმა ადამიანის საუბრის მანერა და ხმის ტემბრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის მაშინვე გეუბნება: მოსაწყენია და დამღლელი? გულჩათხრობილია და წყნარი? აღტაცებულია და დაინტერესებულია? იმის გასარკვევად ადამაინი არის თუ არა დაინტერესებული შენით დააკვირდი საკუთარ მეტყველებას და შემდეგ უყურე როგორ შეიცვლება მისი. თუ ერთი ადამიანი დაინტერესებულია მეორეთი, ის საუბრობს მის მსგავსად, იღებს იგივე ხმის ტემბრს, ლაპარაკობს იგივე სიჩქარით და იყენებს იგივე ფრაზებს. სიყვარულის ნიშნები: პირადი დისტანცია: როდესაც ადამიანს მოსწონხართ ის ცდილობს უფრო ახლოს მოვიდეს თქვენთან, ვიდრე სხვა ადამიანებთან. ღიმილი, რომელიც არ ხუნდება: ღიმილი არ გახუნდება თუ ადამიანი ნამდვილადაა დაინტერესებული თქვენით (შეიძლება ეს არ იყოს სიყვარული, მაგრამ იყოს ძალიან ღრმა ინტერესი). მხოლოდ ყალბი ღიმილი ხუნდება მალე, გულწრფელი ღიმილი კი რჩება დიდხანს. პოზიტიური შეფასება: წარბების ხელით მოსრესა ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას პოზიტიურად აფასებთ. დაძახება უმიზეზოდ: დაძახება და ისეთი რაიმეს კითხვა, რაც მან უკვე იცის და რაც ძალიან უბრალოა, ან ისეთ რამეზე საუბარი, რაც ისედაც ნათელია, ნიშნავს ამ ადამიანის ინტერესს თქვენს მიმართ. შეიძლება ეს ზოგჯერ შემთხვევით მოხდეს, მაგრამ, როდესაც ასეთი დაძახებების რაოდენობა მატულობს, მაშინ ეს ჩვეულებრივ აჩვენებს, რომ აქ კიდევ რაღაც ხდება . . . ღიმილი: ღიმილი მაშინ, როდესაც საუბრობს ადამიანი და არაფერია იმ წუთას სასაცილო, ბევრს მიუთითებს. ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ დამალონ ღიმილი, ამ დროს ისინი ისე ჩანან თითქოს უნდათ გაღიმება, მაგრამ თავი ხელში აჰყვთ რომ ეს არ დაემართოთ. მიმართულება, ორიენტაცია: ერთ დღეს ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდეს და მეორე დღეს სრულიად იგნორირებას აკეთებდეს, ეს კიდევ ერთი ძლიერი ნიშანია, იმისა, რომ მას მოსწონხართ. ლოგიკა მარტივია: თავდაპირველად მას ძალიან მოსწონს თქვენთან საუბარი, ურთიერთობა, მაგრამ, როდესაც სახლში მიდის, აანალიზებს ყველაფერს და ფიქრობს: "ო, ღმერთო ჩემო, რამდენჯერ ვაგრძნობინე, რომ მოწონს, ნეტავ თუ მიხვდა? არა, ხვალ ასე აღარ მოვიქცევი, ასეთ ყურადღებას აღარ მივაქცევ.” ასე რომ ამის შემდეგ, როდესაც შეამჩნევთ რომ ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდ ყურადღებას გითმობთ უცებ საერთოდ არ გეკონტაქტებათ, ეს ნიშნავს რომ ამს მოსწონხართ და თავს იკავებს თავისი ემოციების გამოხატვისგან, რათა არ მიუხვდეთ. ყველგან: შეხვდეთ მას ხშირად შემთხვევით, ერთ-ერთი ძლიერი ნიშანია. არ შეიძლება ამდენი დამთხვევა არსებობდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ან ცვლის თავის დღის რეჟიმს, ან დადის იმ ადგილებში, სადაც თქვენ, რომ შეგხვდეთ, ვითომ შემთხვევით. შენი მეგობრები ნამდვილად კარგები არიან: თქვენი მეგობრების ქება დიდება, რაც მანამდე არ ხდებოდა, კიდევ ერთი ნიშანია მისი მოწონებისა. გაუქმება: გააუქმოს ყველა თავისი გეგმა, რათა გნახოს შენ. ადამიანი, რომელსაც მოსწონხართ ყოველთვის ცდილობს, რომ შეგინარჩუნოთ თავისი მხედველობის არეში. მას სიამოვნებს თქვენი ყურება და ხშირად ამოწმებს ისევ იქ ხართ თუ არა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |