მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » ტესტი :)
4:13 PM
ტესტი :)


1. გაურკვეველი ვადით მიდიხართ უდაბნოში, რას წაიღებდით? (დიდხანს არ იფიქროთ, დაწერეთ ის, რაც პირველი მოგივათ თავში აზრად)

2. გწყურიათ. შეგხვდათ მღვრიე წყალი. დალევთ?

3. შეგხვდათ გველი. აღწერეთ როგორია გველი და რა რეაქცია გაქვთ.

4. დაინახეთ დიდი მთა, როგორ გადალახავთ, პირდაპირ, თუ გზის ძებნას დაიწყებთ?

5. მოდის ცხენი. აღწერეთ ის. ის მოვიდა თქვენთან თუ თქვენ მიხვედით? ამხედრდებით თუ არ ამხედრდებით ცხენზე.

6. თქვენს წინ არის თვალუწვდენელი კედელი, რომლის გადალახვის ვარიანტი არ არსებობს. როგორ გგონიათ, რა არის ამ კედლის მიღმა? აღწერეთ.

პასუხები :


1. უდაბნოში თქვენს მიერ წაღებული ნივთებით განისაზღვრება თქვენი უმთავრესი მისწრაფებები და პრაქტიკული გონება: თუ წყალი აუცილებლად წაიღეთ, პრაქტიკული ხართ. თუ რაოდენობაზე გაქვთ აქცენტი, ე.ი. ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოვებული არ ბრძანდებით.

2. თუ მღვრიე წყალს დალევთ, ე.ი. სიყვარულის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი ბრძანდებით. თუ არ დალევთ, ე.ი. თქვენს პრინციპებს სიყვარულის გამო არ უღალატებთ.

3.თუ გველი ლამაზად გაქვთ აღწერილი, როგორც ჭრელი და არც თუ ისე საშიში, მაშინ თქვენ გხიბლავთ და გსიამოვნებთ სექსუალური ურთიერთობა. თუ გველი შავ, მუქ ფერებშია და საშიშია, მაშინ თქვენ ან არ გაქვთ სექსუალური ცხოვრების გამოცდილება, ან არ გხიბლავთ ის, ან გეშინიათ.

4. თუ მთას პირდაპირ გადალახავთ, ბუნებით ექსტრემალი ბრძანდებით. თუ გზების ძიებას დაიწყებთ, რისკი იშვიათად გახასიათებთ და არც ექსტრემალი ბრძანდებით.
5. ცხენი არის პარტნიორი. ყველაფერი, რაც ცხენზე დაწერეთ, შეცვალეთ სქესით ქალი/კაცი და ისე წაიკითხეთ და მიიღებთ თქვენს იდეალურ წარმოდგენას თქვენსავე იდეალურ პარტნიორზე.
6. კედელი არის ზღვარი ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ყოფას შორის. თუ თქვენ თქვით, რომ კედლის იქით სიცარიელეა, ე.ი. თქვენ ურწმუნო ხართ. თუ იქით სიცოცხლეა, ე.ი. თქვენ მოწოდებით მორწმუნე ხართ, ანუ გჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების.

კატეგორია: ფსიქოლოგია | ნანახია: 894 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა