მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » თავის ამინდის მოლოდინში...
5:03 PM
თავის ამინდის მოლოდინში...

ქალაქში ერთი მეოცნებე გოგონა ცხოვრობდა...
ხატავდა თავისებურ ფერებს...
ფიქრობდა თავისებურად...
გრძნობდა თავისებურად...
როცა წვიმდა,ხასიათი ეშხამებოდა.
იბუზებოდა და ოთახში იკეტებოდა....ლოკოკინასავით ემალებოდა სამყაროს.
ოღონდ ქუჩაში არ გასულიყო...
უკვირდათ მისი...
მეგობრებსაც კი!
მერე ამბობდნენ,ეგ ხომ ლექსებს წერს და ამიტომ არის უცნაურიო.
აღარც კი ახსოვდა,როდის დაწერა ბოლო ლექსი,თუმცა,ვიზე დაწერა,არასოდეს დაავიწყდება...
მისთვის მუზას განწყობილება ერქვა,ადრესატს კი განწყობილების მიზეზი.
ბევრჯერ ადრესატს წაუკითხავს მისი ლექსი და იქ თავისთავი ვერ უპოვია....
ამ დროს ეკარგებოდა გოგონას სევდისფერი მზერა...
და ეყინებოდა...
გულში გული უცემდა....
გულისცემა კი არავის ესმოდა...
მერე დაღლილი,მიყუჩდებოდა და უცდიდა ამინდს....
თავის ამინდს...
იცოდა,ეს ამინდი გვიან შემოდგომამდე არ ეწვეოდა...
ნანობდა ვიღაცას რომ გაატანა ქარიშხლის სუნთქვა.იმ ვიღაცამ აუტანელი წვიმა დაუტოვა...კიდევ სევდა დაუტოვა და მოლოდინი.
როგორ მოიწყინა......
როგორ შეცვლილხარო.ეუბნებოდნენ....გაზრდილხარო.
არადა რა პატარა იყო....
ბავშვივით მსუბუქი და უმანკო სული ჰქონდა,მაგრამ მაინც უჭირდა მისი ტარება,რადგან თავად გაცილებით უფრო მსუბუქი იყო.....
ერთხელ ოცნება აუკრძალეს.
უთხრეს,რომ ბედნიერება,რომლისკენაც ისწრაფვის,თავისით არ მოვა.რომ მის გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს,და თუ გააკეთებს,თავის ბედნიერებას შექმნის.
მიხვდა......
ნებისმიერი სიამვონებით დაეპატრონებოდა მის წილ ბედნიერებას...
მაგრამ იცოდა,ოცნებას ვერასროს შეელეოდა...
არარსებულ ადამიანზე ფიქრობდა და ეძებდა.მთელი ქალაქი მოირბინა.....ვერსად ნახა...
გოგონა დაიღალა.
გადაწყვიტა,გულში რომ გული უცემდა,იმისთვის მოესმინა და გაირინდა.
მალე საგნებმა ფერი დაკარგა,სიმუქე შეიჭრა თვალებში და გარინდებული ბურუსში მოექცა.
გოგონა მიხვდა,რომ თავისთავში იკარგებოდა......მაგრამ ვის გასძალიანებოდა?!.

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 816 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა