მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » თავშესაფარი
1:08 PM
თავშესაფარი


მე შენში ვპოვე თავშესაფარი
და სამუდამო დავიდე ბინა,
ნეტავი ხომ არ შემომიწყერი,
მინდა როგორმე გამაგებინა...
დღები დღეებს ურჩად სდევნიან,
და დაღამებას ვხვდები ლოდინით,
მე უშენობა შემომჩენია
და უშენობა მაწევს ლოდივით...
დაღამდა...ახლა საით გეძიო,
სად მოგაწვდინო ცივი ხელები...
მოხვალ? კი მოხვალ,რომ გამიღიმო
მოხვალ და ისევ მოგეფერები...
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 950 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა