მთავარი » 2011 » აგვისტო » 17 » წვიმამ თავი მომაბეზრა
8:42 AM
წვიმამ თავი მომაბეზრა

წვიმამ თავი მომაბეზრა
გულზე ღვარად დამდის წყალი,
შენზე ფიქრი დამაბედა...
ასე როგორ გამიხარდი...მოდი,ერთად დავიკარგოთ,და ქარიშხალს გავყვეთ ზეცად,
დედამიწა...მარაოა
არ გვეყოფა დასაკეცად...
ისევ წვიმა...ჩემი დარდი...
(შენ ქეიფი გირჩევნია)
შენზე ფიქრში ბევრი წელი
თითო ღამედ მითევია...
დღეს ავკინძავ მოგონებებს,
ასე ცოტა....ასე ბევრი...
მარტო ჩემი,მარტო შენი...
შენი...ჩემი ყველაფერი...
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 859 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა