5:40 PM (ნიკო გომელაური) | |
1. ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს აქ ხომ შავი საყვარელი ფერია აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი აქ სიზმრები აღარ არის ფერადი. აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში აქ გესევა მათხოვრების არმია. აქ უნიჭო სიმღერები ხიტია აქ პოეტებს გაურბიან მუზები ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა 2. 3. წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა 4. არ ჩერდებაო დრო, 5. ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, 6. ზღვამ გადაყლაპა მზე, 7. დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები-sol-fa-mi-re-do ერთადერთი, ეს თავხედი, არ იღლება დრო... 8. წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას. წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, ნუ დამიშლი ოღონდ სმას. წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, ოღონდ დარჩი კიდევ ხანს. წელიწადის ყველა დროს დღე-ღამეში ყოველ წამს რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს მერე რა, რომ კოცნი სხვას! წელიწადის ყველა დროს, დღე-ღამეში ყოველ წამს, რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს, რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს! წელიწადის.. არც ერთ დროს.. დღე-ღამეში.. არც ერთ წამს.. არაფერზე მეტყვი ხოს.. შენი მაინც მუდამ მწამს!.. 9. ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს. 10.
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი. როცა წავალ,გაიხსენებს მამაა პირველად რომ მნახა უკვე დიდი კარგია რომ არ გამათამამა კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი მთვარია ვიქნებოდით ერთად. მე არვიცი რას იფიქრებს შვილი ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც რას იტყვიან ძმები წავალ როცა, ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას კარგი არ უკეთებია თითქმის თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას | |
|
სულ კომენტარები: 0 | |