მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » უარყოფილი
7:00 PM
უარყოფილი


უსუსური ვარ ერთი,
გადამდგომია ღმერთი.
ფიქრი ღამეა ბნელი,
ცხოვრება ძნელზე – ძნელი.
მალე დავმალავ ცრემლებს,
როგორც ყინვაში ხელებს...
ერთხელ დანახულ თვალებს
ვენდობი,თუმცა მკლავენ.
შორი არ არის ჯვარცმა,
ამაღლებული განცდა.
გთხოვ,შემიბრალე ბავშვი, –
უშენოდ ფრთებს ვერ გავშლი.
მეორედ როცა მოვალ,
მოვალ ქარი და თოვა,
პირდაპირ შენთან მოვალ,
პირდაპირ შენთვის მოვალ...
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 809 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა