მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » უბრალოდ,ჩემთვის...
2:17 PM
უბრალოდ,ჩემთვის...


როგორ მომენატრე...
მოწიწებით შევცქერი ფოტოს,რომელიც მალ–მალე მახსნებს შენს ერთადერთობას...
ქუჩის ხმაური ოთახშიც არწევს და მგონია მანქანები აგერ,ჩემი მაგიდის წინ მიდი – მოდიან...როგორ მიყვარს ეს ხმაური,შენ ვერ მიხვდები...
შენ ხომ იმასაც ვერ იგებ,რისთვის მიყვარხარ...:)
მიუწვდომლობაზე ფიქრი და სიცოცხლის მძაფრად შეგრძნება დამიტოვე ძვირფას საჩუქრად.ეს ყველაზე დიდი საჩუქარია რაც ამქვეუნად მიმიღია და დიდი სასჯელიც:)
დღეს შემოდგომა დააბიჯებს ჯარისკაცივით...მწყობრი ნაბიჯით...
მგონია ცხოვრება მე მაბიჯებს და შენზე მაფიქრებს,საიდან შემოეხეტე ჩემ ცხოვრებაში...
გავიხსენებ შენ ხელებს...მე იმ ხელებით სიცოცხლე მსურს,როგორც სიკვდილი,მაგრამ ოცნებაც შენზე შორია.
ცხოვრება ხომ შეუცნობლის ძიებას და ვერასგზით პოვნას ეწირება.
თავს მესხმიან შენზე ფიქრები და მარწუხებივით რჩებიან გულში...
შენ არც კი იცი რა არის გული...
როგორ საყვარლად ჩამობნელდა.იდუმალება დარაჯია აქ ყველა ნივთის.აქ ხომ შენ მყავხარ,შენზე ფიქრი...

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 852 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა