2:54 PM ვენეციელი მუსუსი | |
ვენეციელი მუსუსი 2 აპრილს რომ ყოფილა დაბადებული,ახლა აღმოვაჩინე:):) მხოლოდ ანდერსენი და ტიციანი ვიცოდი...ჩვენი ტიციანი... "ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავად ანტიქრისტე მოვნათლე” – წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი – სახელად ჯაკომო კაზანოვა....რატომ შეადარა ასეთი პაწაწინა არსება ნათლიამ ანტიქრისტეს,ვერ გეტყვით:) ისე ჯაკომო რომ წმინდანი არ იყო,ეს ნამდვილად ცხადია:):) 73 წლის მანძილზე სარეცელი გაიყო 122 ქალთან....ეგ რაც დათვალეს და:):) საყვარლებს ყოველთვის აფრთხილებდა, რომ მათ მიმართ სერიოზული გრძნობა არ გააჩნდა და მხოლოდ სექსუალური ლტოლვა აკავშირებდა, ამიტომ ჯობდა ოცნების კოშკები არ აეგოთ:):) 24 წლის ასაკში ჯაკომოს გარყვნილი გული შეუთრთოლდა: მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალგაზრდა, ლამაზი, განათლებული და კარგად აღზრდილი ფრანგი გოგონა ჰენრიეტა....რომელზეც მემუარებში წერდა...,,ვისაც ჰგონია, რომ სრული ბედნიერებისთვის ქალი საკმარისი არაა, მას ჰენრიეტა არ უნახავს.”მალე დაშორდა ჰენრიეტას...."რა არის სიყვარული? ეს განუკურნებელი სენი და უკვდავი მონსტრია".....რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს,ეს ჯაკომოს სიტყვებია:):):) ჯაკომოს ბოლო სიტყვები იყო: "ვიცხოვრე როგორც ფილოსოფოსმა და ვკვდები, როგორც ქრისტიანი!” | |
|
სულ კომენტარები: 0 | |