მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » ზედაპირს მიღმა
7:48 PM
ზედაპირს მიღმა
,,ვინც ცდილობს ზედაპირს შიგნით შეიჭრას,თავს საფრთხეში იგდებს"...ოსკარ უაილდი.



დორიან გრეი,დორიან გრეი...
მე ვაშენებდი,შენ კი ანგრევდი
ფიქრებს,ჩემ ფიქრებს უსამანოებს
ვცდებოდი იქნებ...უსამართლოებს...
ვეწირებოდი რაღაც პრინციპებს.
თავის სიმდაბლე თუ სინდისია...
და ვერ  იტანდი ჩემნაირ ცოდვილთ,
ვისთვის რა გითქვამს,რა მიგითვლია,
მზის წინაშე რა აანთებს ცთომილს...
ვთქვათ,დაბნეული,როლს ვაზვიადებ
ჩვეულებრივი არა ვარ ქალი..
შენგან ჭრილობა თუ დავიამე...
და თუ ჩანელდა ამაღამ ქარი...
დაგელოდები  სასახლის სხვენზე,
დრო მომიცია საათზე მეტი,
სად საუკუნის ჭაღი დევს ჭერზე...
და სად ჯადოსნობს შენი პორტრეტი...
რომ გაგიქარვო მძიმე ფიქრები,
დღეზე – ნათელი და ღამეზე –ბნელი...
შენა ხარ ჩემი სულის ნანგრევი
დორიან გრეი,დორიან გრეი...
ნ.მ.
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 974 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა