მთავარი » 2011 » აგვისტო » 17 » აბლაბუდა
9:22 AM
აბლაბუდა


სული გაქვს ძლიერი,
ნატიფი სხეულით მამშვიდებ,
გნახე და გიგრძენი
გნახე დაგიპოვე...მაშინვე....
ვიყავი თვნება,
გიჟმაჟი ქარივით სულელი,
რაღაცა მთავრდება
და რჩება ფაქიზი სურნელი...
თან მიმდევს ზმანება...
ზეცა საბნად ადევს სახურავს,
რამდენჯერ წახვედი...
თვალებით მადევნებ სამდურავს...
როდემდე ვიქნებით
უღმერთოდ ეს დიდი ბავშვები,
მიტევენ ფიქრები,
მოვალ და უსიტყვოდ გავქრები...
თეთრი აბლაბუდა
ჩემი ბედისწერის ნაღმია,
ვესტუმროთ სახურავს _
თბილი კერია და სახლია...
სული გაქვს ძლიერი,
ნატიფი სხეულით მამშვიდებ...
გნახე და გიპოვე,
გნახე და დაგკარგე...მაშინვე...
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 758 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა