მთავარი » 2011 » აგვისტო » 17 » ზმანება
9:56 AM
ზმანება


დღე დღეს მიჰყვება
დღე დღეს იტოვებს
უკან...
აღარსად არი
გასული დილის დარდი...
ამ დიდ ქალაქში
 გამოგედევნო უნდა
და გკითხო...ნეტავ...
შენც ხომ არ შეგიყვარდი...
მატარებელი – რკინის ურჩხული
მიქრის,
და უსუსური კივილში იკლავს
ბოღმას.
მოხუცი...ხელის კანკალით
იებს ჰყიდის
წვიმას კითხულობს,ვით
საზიარო ლოცვას...
მუდამ ასეა...სხვა თუ არ წავა
ჩემგან,
მაშინ მე ვტოვებ,იქნებ განახლდეს
ეჭვი...
ტყუილ–მართლი რომ დააბოტებს
ერთხმად,
და რომ აუწყო სატანამ უფალს ფეხი...
დღე დღეს დაჩაგრავს,
დღე დღეს მიჰყვება
ფორთხით...
ეს ჩვენ ცხოვრებას ჰყიდის
მოხუცი კაცი...
მე ქვის ქალაქში დავემკვიდრები
ლოცვით
და ავმაღლდები...
მე ხომ შენ
შემიყვარდი....

(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 747 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა