მთავარი » 2011 » სექტემბერი » 04

ჩარლი ჩაპლინის წერილი ჯერალდინას

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები



მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! -ჩარლი ჩაპლინი

ახლა ღამეა. შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯარო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას, დედაშენსაც კი.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან, მაგრამ დაე თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის, ამ მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ? შორს ზღაპრულ პარიზში.ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ.
ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს ლამაზ თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გოდერძი ჩოხელი ,,წერილი მომავალს"

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები

აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გოდერძი ჩოხელი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


"ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა. განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე. არ უნდა ემონო ხორცს, თორემ როცა გაეყრები მონადყოფილს, უიმისობა გაგიჭირდება. ხორცი იგივეა, რაც წიგნისათვის ქაღლადი, ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ მარად იცოცხლოს, თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადაისვრის


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ადამიანი ადამიანისთვის დღეა...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები



"ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს…" ო. ჭილაძე

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

იყავი ის ცვლილება,რის მიღწევასაც აპირებ სამყაროში...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები



"ბრძოლაში მორალური და ფიზიკური ელემენტების შეფარდება ისეთივეა, როგორც სამი ერთთან". (ნაპოლეონი)

ფული _ ეს არის თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი, რომელიც ადმიანის მიერაა გამოგონილი (ოგიუსტ ფონ ჰაიაეკი)

იყავის ის ცვლილება, რისი მიღწევაც გინდა სამყაროში (მაჰათმა განდი)

რასაც შენ აკეთებ, იმდენად ხმამაღალია, რომ არ მესმის რას ამბობ (რალფ ვალდო ემერსონი)



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გეშინოდეს იმისი,ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა...საინტერესო ფრაზები

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები

..

 ‎”ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ.. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთავის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და სხვა არაფერი. მძულს ასეთი ფარისევლობა!”
პაოლო კოელიო "ზაჰირი”
2. წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა.
3.ყველაზე ძლიერი ის არის,ვინც საკუთარი თავის მფლობელია.
4. ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.
5. თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

სალვადორ დალის ციტატები

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები

  • ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი.


  • ექვსი წლის ასაკში მე მსურდა,ვყოფილიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი,გავმხდარიყავი ნაპოლეონი.ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

სალვადორ დალი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები



სალვადორ დალი XX საუკუნის ხელოვნების მითი და რეალობაა. მისი სახელი სიცოცხლეშივე მსოფლიო დიდების შარავანდედით იყო მოსილი. პაბლო პიკასოს გარდა ალბათ ვერავინ შეედრებოდა პოპულარობაში. უსაზღვრო ფანტაზიითა და ვირტუოზული ტექნიკით აღბეჭდილი მისი ნახატები ფანტასმაგორიებს წარმოადგენენ. აბსურდულობამდე მისული ექსტრავაგანტურობით, არამოტივირებული ქცევით, პატივმოყვარეობით ქმნიდა ნიადაგს საკუთარი პერსონის მითად გადასაქცევად. დალიმ თავისი შემოქმედების პრინციპები საკუთარ ცხოვრებაზეც გადაიტანა, ის სიცოცხლის ბოლომდე ანცვიფრებდა საზოგადოებას ექსტრავაგანტური საქციელითა და გამონათქვამებით.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა