მთავარი » აზრები

სიყვარულზე უთქვამთ...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები

არს პირველი მიჯნურობა, არ–დაჩენა, ჭირთა მალვა;
თავის–წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდ ხალვა,
შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა;
რუსთაველი

საბრალო სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ–მოკლულად.
რუსთაველი

ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან,
ვის არ უნახვან პატიჯნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან!
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან.
რუსთაველი

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

აკუტაგავას გამონათქვამები

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები



"გონებას ყოველთვის რომ მივსდიოთ, აუცილებლად მივალთ საკუთარი არსებობის უარყოფამდე”.

"ყველაზე ხშირად ვამაყობთ იმით რაც არ გვაქვს”.

"ტყიული, – ეს გუშინდელი სიმართლეა”.

"სინდისი მკაცრი ხელოვნებაა”.

"ქორწინება სასარგებლოა გრძნობათა დასაოკებლად, მაგრამ სიყვარულის დასაოკებლად იგი უძლურია”.





კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

თრობა...(შარლ ბოდლერი)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები



თრობას მიეძალე.თრობაა ყველაფერი.ეგ არის ხსნა ერთადერთი,რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა,რომელიც დაგცემს,წელში გაგტეხს.ჰოდა,ამადაც თრობას მიეძალე,
გამოუნებელს.
ჰო,მაგრამ რითი?
ღვინით,პოეზიით,სიქველით,რითაც გენებოს,ოღონდ იყავი მთვრალი...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გოეთეს ფრაზები

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


  • მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის.
  • ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.
  • დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.
  • მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას.
  • არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
  • თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ქალები (რაბინდრანათ თაგორი)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები

ქალები მხოლოდ ზერელედ შემისწავლია,უცხო დამკვირვებლის თვალით და რწმენა შემექმნა,რომ გულს მხოლოოდ ისეთ  კაცს ჩუქნიან,ვინც,მათ ტკივილს მიაყენებს.ისინი უპირატესობის გვირგვინს ცხოველებისთვის წნავენ,რომლებიც ამ გვირგვინს გულისთქმის ჭუჭყში გათელავენ.თუ ასე არ მოხდება,ქალი ისეთ ვინმეს მიაპყრობს მზერას,ვისაც ეს ყვავილწნული არ შეშვენის,რადგან იმდენად დახვეწილი გრძნობები აქვს,რომ არქონას უდრის....



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

სიყვარული....

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


ვისაც ვინ უყვარს იმისი ლამაზი ის არისო, სიყვარული ბრმააო, რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებიაო, გიჟი და ტრფიალი ორივ ერთიაო, სიყვარული ერთი ნახვით იწყებაო, ვინც უსიყვარულოდ ცოცხლობს ის ცოცხლად მკვდარიაო, სიყვარულის ჭრილობას მხოლოდ ის მოგიშუშებს, ვინც სიყვარულით დაგჭრაო, რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდისო........

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

სიყვარულზე უთქვამთ

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


უპასუხო სიყვარული ყოველთვის დიდი და სრულყოფილია.
ვიქტორ ჰიუგო

ყოველგვარი მსჯელობა სიყვარულზე სიყვარულს ანადგურებს.

ლევ ტოლსტოი

სიყვარულით გატარებული ერთი წუთით უფრო მეტს გაიგებ ადამიანზე, ვიდრე ერთი თვის დაკვირვებით.
რომენ როლანი

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მეგობართა წამდაუწუმ გამოცვლა არ ვარგა...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები




ჭკვიანია იგი,ვინც კაი დროზე მოვა,უფო ჭკვიანია,ვინც თავის დროზე წავა.
გაიბელ

მოხვეჭა სიმდიდრისა უფრო ადვილია,ვიდრე გონიერად გაფრთხილება მისი.
სირუს

ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის,არამედ მისი გონიერი მოხმარებაა.
ნაპოლეონი

ოქროს დრონი იყვნენ მაშინ,როცა ოქრო არ ბატონობდა.
გარნეზია.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

« 1 2 3 4 5 6 ... 8 9 »