9:24 PM სიყვარულზე უთქვამთ... | |
არს პირველი მიჯნურობა, არ–დაჩენა, ჭირთა მალვა; საბრალო სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ–მოკლულად. ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან, ტანჯვა წამება თუკი თან სდევს ჭეშმარიტ ტრფობას, ჩანს ასეთია ბედისწერის გარდუვალობა, სიყვარულზე მეტი ჭირი და სიცოცხლე სიყვარულითა სიყვარული ნიშნავს, ცოცხლობდე იმის სიცოცხლით, ვინც გიყვარს. სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია. სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი
საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე
მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით. სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი. სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს. სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა. სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა. სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის. სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს. სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ. სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს. სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს. სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა. რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს. სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია. სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს. სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი. სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ. სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს. სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი. სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა. სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს. სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა. სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს. სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ
ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც
გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს. სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც,
სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის
გვაბრძოლებს. სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია. სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ. სიყვარული – ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის. სიყვარული – ცეცხლია: თუ არ კვებავ – ქრება. სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში. სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა. სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება. სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის. სიყვარულს ბაღივით მოვლა-პატრონობა სჭირდება. სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ. სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც. სიყვარულია შიშზე ძლიერი. სიყვარული გრძნობათა სარდალია. რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს. სიყვარული არის თავის დავიწყება. სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია. უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია. სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა. სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა. სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს. სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება,
სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად. უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება! სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ – არ ცნობს ბატონებს. სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება. თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია. ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი. ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული. სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია. სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი. ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას. სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის. ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული. თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან. ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის. სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი. სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია. უსიყვარულოდ ვერ ამაღლდები. სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია. ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა. მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას. ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ. სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე
კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს
უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს. სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია. ნეტარ მას ამა სოფელსა, ვინაც იგრძნო სიყვარული. სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია. არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |