მთავარი » ჩემი ჩანახატები

მინიატურა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები

ბევრი წერილი მოგწერე...

წერილი ადრესატმა უნდა წაიკითხოს....

უმისამართო წერილებს ქარი მტაცებს...და ცოტა ხანში...


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

არა (ჩვეულებრივი) დილა...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



ისე გემრიელად მძინავს...ვერაფერს ვგრძნობ...სხვაგან ვარ და სხვა ვარ...თითქოს არც ვარსებობ,მაგრამ მე ვსუნთქავ...
კარი იღება და მცირე ხმაური აღწევს ჩემამდე.
მორჩა...
გაქრა გაურკვევლობები...
გავიღვიძე.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

უბრალოდ,ჩემთვის...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



როგორ მომენატრე...
მოწიწებით შევცქერი ფოტოს,რომელიც მალ–მალე მახსნებს შენს ერთადერთობას...
ქუჩის ხმაური ოთახშიც არწევს და მგონია მანქანები აგერ,ჩემი მაგიდის წინ მიდი – მოდიან...როგორ მიყვარს ეს ხმაური,შენ ვერ მიხვდები...
შენ ხომ იმასაც ვერ იგებ,რისთვის მიყვარხარ...:)

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი მახსენდება...რაღაცას თუ ვიღაცას რომ ელოდა...ტკივილის ფასად...
აღარყოფნა ცხოვრების უხილავი მხარეა,ფერდაკარგული,შეუცნობადი...
ერთ დღეს მოვწყდები მეც...ფოთოლივით...
ტკივილი დაფლეთს ზეცას ღრუბლებად...
იპანაშვიდებს ავი განგება...
გამოიგლოვებს მგრძნობიარე შვილის დაკარგვას...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მარტოობის დღესასწაული...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



კვლავ დავიცალე...
შემომეხსნა ის მყუდროება,გამოგონილ ბედნიერებას რომ უწოდებს ბრძენი.
დავრჩი შემოდგომის განძარცვული ფოთლის უსუსური სევდა – სიჩუმე.
მომეცით ზეცა...
ცხენთა რემა შავი ღრუბლების..

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

თითებს მე დავსჯი...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



სახეზე ხელები ავიფარე
და შენი თვალების სითბო ვიგრძენი...
ნახე...ჩემს თითებს,ამ ქურდბაცაცებს შენი სუნთქვა არ მოუპარავთ?
ხელს გამოჰყვაო,იტყვიან ხოლმე...:)
თორემ აბა რას გავბედავდი...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ფიქრში დაგშორდი...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



ფიქრში დაგშორდი
შენც დაგშორდი!...გადაგივიწყე...
სხვა დანარჩენი ყველა მომბეზრდა...
შენთან პირიქით...
მინდა,ამჯერად,შენ მოგბეზრდე...
გამოგონილი სითამამით...


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

სტუმრები (ვუძღვნი ნათლიაჩემს)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები




არც ისე დიდი ქალაქი იყო...
არც დიდი ქუჩა...
სახლი სახლს ჰგავდა და კარი – კარს....
კარს მიღმა პატარა სამყარო მოეწყოთ...


ერთ მათგანს ეძებდა.ბევრს ჰკითხა,არ იცოდნენ,იცოდა იმან ვისაც არ ჰკითხა...

დიდი სიხარული შეიტანა...
დიდი განცდები წამოიღო...






კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

« 1 2 3 4 »