მთავარი » ჩემი ჩანახატები

გალაკტიონთან

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


დღე კამათელი ბრუნავს,ტრიალბეს.
დღეს ისევ ქრიან ქარნი,სიონი.
ვარდისფერი ატმების მიჯრილ რიგს გავუყვები და გრიგალზე ვიფიქრებ,წითელი ლერწი რომ გაიტაცა ვაზის,ბუნების...
აქ არ იწყება გალაკტიონი....
წყვილი ცხენები,ეტლი სწრაფი,ზრუნვა მზიანი ...უხსოვარ დროდან  იწყებს ბორიალს.
მეცხრე სიმფონია _ ირიბსა და ალმაცერ თოვლზე დაფერფლილი ხელნაწერის გამოგლოვებაა..

კომენტარები [1] | სრულად ნახვა 

სამაგიერო...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები

ძნელია,ენდო ბიბლიას და ერთ ლოყაში სილაგაწნულმა მორჩილად მიაბრუნო
მეორე – ხუთი თითისკენ...
ეს ხუთი თითი შორიდან მოდის....
ღმერთმა თუ ადამს არ აპატია ის ერთადერთი შეცოდება,უპირველესი რომ იყო ქვეყნად,ჩვენ რას გვერჩიან?:)
და ედემს მიღმა დარჩენილმა ორმა მოკვდავმა იმით მიიღო სმაგიერო,რომ მიწა – მიწადვე იქცეოდა.
აბელი დიდმა რწმენამ დაღუპა,კაენი – დიდმა ურწმუნოებამ.
ჩვენ გვიყავრს,როცა სხვებზე ვიმარჯვებთ!
თუნდ ცოდვის ფასად!
და გვიხარია,როცა სამაგიეროს მივუზღვთ ვინმეს.
ჩვენ გმირები ვართ!


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ერთ დღეს ნაფიქრი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


ქუჩას ხმაური მობეზრდა და ოთახს – სიჩუმე.
ვერც შემოდგომის ქართა ჩურჩული აღვიძებს ღამეს,ჩაძინებულს საღათას ძილით.
რა დაუდევრად დაუფენიათ ხეებს ფოთლები _ ფერადები...ამ ტროტუარზე...
ცა ისევ საცერს უტყაპუნებს დაკოჟრილ ხელებს.
ცივ ჰორიზონტზე გზა ჩანს უვალი.
და მარტოობა ... გარდაუვალი.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ნიჟარა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


ჩემი ცხოვრება ნიჟარაა...
ზღვიდან დიდი ღელვისას გამორიყული...
ქროლვა სულში აქვს ჩამდგარი ზეცას...
ქვიშა ცხელია...
უდაბნოს სუნი ასდის ნაპირს – ზღვაზე გაწოლილ ჩალისფერ სევდას..
გდია ნიჟარა...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მარტოობა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


კვლავ დავიცალე...
შემომეხსნა ის მყუდროება,გამოგონილ ბედნიერებას რომ უწოდებს ბრძენი...
დავრჩი შემოდგომის განძარცვული ფოთლის უსუსური სევდა – სიჩუმე.
მომეცით ზეცა...
ცხენთა რემა შავი ღრუბლების...
კვამლი და ბოლი –
ნაზამთრალი სისხლის შეგრძნება...
და გული....

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

დღე – სასწაული...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


საღამო ნელ–ნელა მიიცავალა და მდუმარება ჩამოდგა...
თითქოს არაფერი მომხდებაო...
დღე ჩათავდა და სხვა რაღა უნდა მომხდარიყო...
ახალი დღის მოლოდინი...
თურმე ეს გვიანი საღამო ცხოვრებას შეაშფოთებდა...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ჩემი ცხოვრება ნიჟარაა...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


ბევრჯერ მითქვამს,ჩემი ცხოვრება ნიჟარაა მეთქი...
დიდხანს,დიდხანს ვიბრძოლე ტალღებში...
ამაოდ გავურბოდი ქარიშხალს,დამდევდა და მიმორჩილებდა...
ვგრძნობდი,მის მრისხანე ამბორს გადავყვებოდი...
ხშირად ვტიროდი დაღუპული ხომალდების ბედისწერაზე...
ჩემ ფიქრებსაც ასე...უმისამართოდ მიერეკებოდა გრიგალი...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

თავის ამინდის მოლოდინში...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


ქალაქში ერთი მეოცნებე გოგონა ცხოვრობდა...
ხატავდა თავისებურ ფერებს...
ფიქრობდა თავისებურად...
გრძნობდა თავისებურად...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

« 1 2 3 4 »