მთავარი » 2011 » აგვისტო » 6 » დააგდე, სანამ დაგივარდება:)
7:21 PM
დააგდე, სანამ დაგივარდება:)

იმისათვის რომ გაარკვიოთ ვინ ვინ არის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოსაკვლევ სუბიექტს უნდა შეაფურთხოთ.
თუ ტირილი დაიწყო ესე იგი პაციენტია.
თუ ლანძღვა-გინება – მნახველი.
თუ გაგარტყათ – სანიტარი.
თუ საპასუხოდ იმანაც მოგაფურთხათ – ექიმი.

ოქროს თევზს თუ გახურებულ ტაფაზე დააგდებთ, სურვილების რაოდენობა 3-დან 50-მდე გაიზრდება.

ჭამთ ყველაფერს, რაც გინდათ, რამდენიც გინდათ, როცა გინდათ (დღე-ღამის ნებისმიერ დროს), ერთი პირობით: ამ პერიოდში მიღებული საკვები მხოლოდ 1 ლარის ღირებულების უნდა იყოს.

განცხადება სასაფლაოზე:
” ყვავილების მოწყვეტა ნებადართულია მხოლოდ საკუთარ საფლავზე.”

გვესაჭიროება სპეციალისტი ხე-ტყის სახერხ საამქროში (ძველ სპეციალისტს თითები გაუთავდა…).
კაცს დიდი ფული კი არა, პატარა მიზნები აფუჭებს.


სამოყვარულო სპორტი – სიცოცხლეა თამაშით, პროფესიული სპორტი – სიცოცხლით თამაშია.


ჯიბრიანობაა – როცა ექვსჯერ მოწამვლის შემდეგ მაინც აგრძელებ სოკოს ჭამას.

განცხადება: ვცვლი 40 წლის ცოლს ორ 20 წლისაზე.

ჰოლანდიის ავიახაზების სარეკლამო სლოგანი:
„ჩვენი მგზავრები ჩვენს თვითმფრინავებზე შორს მიფრინავენ".:)

ისეთი აფერისტია, რომ ბანკომატებიც კი აძლევენ ფულს ვალად.:)

დააგდე, სანამ დაგივარდება.


კატეგორია: აზრები | ნანახია: 1011 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა