201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
რევულუციას ახდენენ ახდენენ მშივრები, იმისთვის რომ ჭამონ.
გადატრიალებას ახდენენ მაძღრები, იმის გამო რომ უფრო მეტი ჭამონ.
სიბრძნე ყოველთვის არ მოდის ასაკთან ერთად. ზოგჯერ ასაკი მარტო მოდის.
ადამიანი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე მას ბედნიერებისთვის სჭირდება.
ეს იმ პატრულს გაუმარჯოს თავის კვადრატში ცოლს რომ გაუბახებენ.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
ცოდნა სქესობრივი გზით არ გადაეცემა:))) მამაკაცის ასაკობრივი განვითარების სამი ეტაპი:
1) სჯერა თოვლის პაპის.
2) აღარ სჯერა თოვლის პაპის.
3) თვითონ არის თოვლის პაპა.. ადამიანი ამაყობს თავისი წინაპრებით, მაიმუნი კი – თავისი შთამომავლებით.
პატარას, თუ გნებავთ, წრუწუნასაც გაუმარჯოს, ოღონთ იქამდის სანამ ფქვილის ტომარის გახვრეტას ისწავლის…
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
ქალები ორ კატეგორიად იყოფიან:
1. მათ უყვართ კაცები, რომლებსაც შეუძლიათ მაცივარი აიტანონ მეხუთე სართულზე.
2. მათ უყვართ კაცები, რომლებსაც შეუძლიათ გადაუხადონ ფული სხვა კაცებს, მაცივარის მეხუთე სართულზე ატანისათვის.
ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ერთის მაიკა მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანილი.
კომენტარები [1] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
მეგობრები უბედურების დროს იცნობა, ხოლო ნათესავები – მემკვიდრეობის გაყოფის დროს.
თუ ფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელი არაფერია, მაშინ გააღეთ პირი და წარმოთქვით ასო-ბგერა ”პ”. დაიწყე მაშინ თუ დარწმუნებული ხარ, რომ დაამთავრებ.
ზოგი ზაფხულში ისვენებს, ზოგი იქ – სადაც ზაფხულია.
ზოგი ფულს აგროვებს შავი დღისთვის, ზოგი – შავი ლიმუზინითვის.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
იმისათვის რომ გაარკვიოთ ვინ ვინ არის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოსაკვლევ სუბიექტს უნდა შეაფურთხოთ.
თუ ტირილი დაიწყო ესე იგი პაციენტია.
თუ ლანძღვა-გინება – მნახველი.
თუ გაგარტყათ – სანიტარი.
თუ საპასუხოდ იმანაც მოგაფურთხათ – ექიმი.
ოქროს თევზს თუ გახურებულ ტაფაზე დააგდებთ, სურვილების რაოდენობა 3-დან 50-მდე გაიზრდება.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
განცხადება ექსტრიმის მოყვარულთათვის:
"დღეს ზოოპარკში ღია კარის დღეა”.
ცხოვრება მოსაწყენია, როცა ხელფასი სასაცილოა.
მნიშვნელობა არა აქვს რას ხედავ, მათავარია როგორ უყურებ.
ცხვრის ფარა, რომელსაც ლომი უდგას სათავეში, ყოველთვის აჯობებს ლომების ხროვას, რომელსაც ცხვარი უდგას სათავეში.
ბარაკ ობამა – პრეზიდენტი;
ჯო ბაიდენი – ვიცე-პრეზიდენტი;
ჯორჯ ბუში – ექს-პრეზიდენტი;
დიმიტრი მედვედევი – ვითომ-პრეზიდენტი;
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
შეყვარებულის დღიურიდან:
დილით ვერ ვჭამ, იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ.
შუადღით ვერ ვჭამ – შენზე ვფიქრობ.
საღამოს ვერ ვჭამ – შენზე ვფიქრობ.
ღამე ვერ ვიძინებ, იმიტომ, რომ მშია!
ქალებს აქვთ სამი ეტაპი ცხოვრებაში:
ისინი ჯერ ნერვებს უშლიან მამებს, შემდეგ ქმრებს და ბოლოს სიძეებს.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
კარგი ხალხი დედამიწის ყველა კუთხეშია… PS: არადა, დედამიწა მრგვალია…
ყველას უნდა სამოთხეში მოხვედრა, მაგრამ სიკვდილი არავის არ უნდა.
თუ ბედი არ გიღიმის, ცოტა შეუღიტინე.
ოჯახში, კაცის სიტყვა კანონია, ქალის სიტყვა- განაჩენი.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
თავის დროზე ღმერთმა 10 ადამი შექმნა. ერთი მეთევზე იყო, მეორე მონადირე, მესამე მიწათმოქმედი და ასე შემდეგ…
ერთ დღესაც ყველანი მივიდნენ ღმერთთან და შესჩივლეს:
– ყველაფერი კარგია, მაგრამ რაღაც გვაკლია, მოწყენილობაა.
ღმერთმა შესთავაზა:
– გამოძერწეთ ყოველმა თქვენგანმა ქალი, ვისაც როგორი გინდათ: მაღალი,
დაბალი, მსუქანი, გამხდარი… მე კი მათ სულს ჩავბერავ და თქვენი ცოლები
გახდებიან.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
16 წლის – პრინცი თეთრ ცხენზე
20 წლის – პრინცი ცხენზე (ფერს მინიშვნელობა არა აქვს)
25 წლის – პრინცი ვირზე
30 წლის – პრინცი ფეხით მოსიარულე
35 წლის – პრინცის მეჯინიბე
40 წლის – ნებისმიერი მეჯინიბე:)))) თვითკონტროლი ციხეა,საიდანაც ყველა ცდილობს გამოქცევას…
ნურავისგან ნუ მოითხოვ მეტისმეტს,ადამიანებს არ უყვართ დაუსრულებლად მოწყალების გაღება.
წლები გვასწავლიან იმას,რაც დღეებმა არ იციან…
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
………..მრავალწერტილში ყოველი წერტილი ფიქრობს, რომ ის დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია… ასეა ადამიანებშიც.
დროის მოკვლას დამიზნებაც არა სჭირდება.
დრო ყველაზე კარგი მასწავლებელია. ბოლოს, სამწუხაროდ, ყველა მოსწავლეს კლავს. წუთისოფელი არც ისე მრუდეა, ზოგმა თვითონ იცის აცა–ბაცა სიარული.
თუ მოწყენილი ხარ და სიკვდილს ნატრობ, არ იდარდო და სულ იცინე – რაღაცა მაინც მოგკლავს როდისმე…
"ბრმა” როცა თავისზე "ბრმას” ხედავს საკუთარი "სიბრმავე” ავიწყდება.
თუ არსად გელოდებიან, არც არსად მიგეჩქარება.
თუ არა გყავს მოახლე,თავი მოიმოახლე.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
1. "ჩემი ცოლი,
გარეთ შიშველი არ გამიგდია, უბრალოდ, მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი
ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან
კარგი ოჯახი გვაქვს"
2. "პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ ჩქარი ნაბიჯით გავასწარი"
3. "ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი, ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის"
4. "არ ვიგინებოდი,
სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს
მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ"
კომენტარები [1] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
1. თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი..
2. ღმერთო დამეხმარე რომ გავხდე ათეისტი..
3. დავინახე თუ არა – მივხვდი, რომ "დევიღუპე”..
4. სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქრე..
5. ლოდინმა დაგღალა? წარმოიდგინე, რამდენად აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდე
6. არასოდეს გაეკიდო კაცს და ტრანსპორტს, რადგან შემდეგი აუცილებლად მოვა..
7. მინდა ცხოვრებას ბნელ თვალებში თითი ვატაკო..
8. მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, ვიდრე მეცნიერებას არ აღმოუჩენია რომ ვიღაც სხვანი ვართ
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
და როცა შენი დავიწყება მე გადავწყვიტე, წარმოიდგინე ფიქრი ისევ შენით დავიწყე --------------------------------------- მხოლოდ წამებში წუთებად და წუთებში საათობად გადაქცეული დრო მიდის. --------------------------------------- რაც არ უნდა ბევრი ნაკლოვანება ჰქონდეს,ადამიანი მაინც ყველაფრით ღირსეული არსებაა ამ ქვეყნად.
---------------------------------------
ცხოვრებას არასოდეს გაებუტო,ისწავლე ტკივილის ატანა,არ შეგეშინდეს მომავლის,მე შენს გვერდით ვარ პატარა.
---------------------------------------
გეშინოდეს მომთმენი ადამიანის მრისხანების.
---------------------------------------
თავის მიმართ ადამიანი მკაცრი უნდა იყოს,თორემ წუმპეში გადაეშვება.
---------------------------------------
სხვისი საიდუმლოს გაცემა გამცემლობაა,საკუთარის-სიბრიყვე
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.
დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.
არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები
1. "ფული არ არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მთავარი
სიყვარულია. საბედნიეროდ, მე ფული მიყვარს” – ჯეკი მეისონი (აი ამას
მაინცდამაინც ვერ ჩავწვდი )
2. "იქ, სადაც ცოდნა მთავრდება, იწყება რელიგია” – ბენჟამინ დისრაელი
3. "ადამიანი ყველაზე მართალი მაშინ არის, როდესაც აღიარებს, რომ მატყუარაა” – მარკ ტვენი
4. "სიგარეტი – ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი” – ბერნარდ შოუ
5. "ვინც ერთ ადამიანს მოკლავს, მკვლელი ხდება, ვინც ათასებს – გმირი” – ჩარლი ჩაპლინი
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
დღე კამათელი ბრუნავს,ტრიალბეს. დღეს ისევ ქრიან ქარნი,სიონი. ვარდისფერი ატმების მიჯრილ რიგს გავუყვები და გრიგალზე ვიფიქრებ,წითელი ლერწი რომ გაიტაცა ვაზის,ბუნების... აქ არ იწყება გალაკტიონი.... წყვილი ცხენები,ეტლი სწრაფი,ზრუნვა მზიანი ...უხსოვარ დროდან იწყებს ბორიალს. მეცხრე სიმფონია _ ირიბსა და ალმაცერ თოვლზე დაფერფლილი ხელნაწერის გამოგლოვებაა..
კომენტარები [1] | სრულად ნახვა
201-0
ძნელია,ენდო ბიბლიას და ერთ ლოყაში სილაგაწნულმა მორჩილად მიაბრუნო მეორე – ხუთი თითისკენ... ეს ხუთი თითი შორიდან მოდის.... ღმერთმა თუ ადამს არ აპატია ის ერთადერთი შეცოდება,უპირველესი რომ იყო ქვეყნად,ჩვენ რას გვერჩიან?:) და ედემს მიღმა დარჩენილმა ორმა მოკვდავმა იმით მიიღო სმაგიერო,რომ მიწა – მიწადვე იქცეოდა. აბელი დიდმა რწმენამ დაღუპა,კაენი – დიდმა ურწმუნოებამ. ჩვენ გვიყავრს,როცა სხვებზე ვიმარჯვებთ! თუნდ ცოდვის ფასად! და გვიხარია,როცა სამაგიეროს მივუზღვთ ვინმეს. ჩვენ გმირები ვართ!
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
ქუჩას ხმაური მობეზრდა და ოთახს – სიჩუმე. ვერც შემოდგომის ქართა ჩურჩული აღვიძებს ღამეს,ჩაძინებულს საღათას ძილით. რა დაუდევრად დაუფენიათ ხეებს ფოთლები _ ფერადები...ამ ტროტუარზე... ცა ისევ საცერს უტყაპუნებს დაკოჟრილ ხელებს. ცივ ჰორიზონტზე გზა ჩანს უვალი. და მარტოობა ... გარდაუვალი.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
|