გზა უკვდავებისკენ
გზად მიმავალ უკვე სახელგანთქმულ მწერალს, ბერნარდ შოუს ველოსიპედი
დაეჯახა . ორივე უვნებლად გადარჩა. ველოსიპედისტი ბოდიშს იხდიდა. შოუმ
შეაწყვეტინა და უთხრა:
- თქვენ ბედმა არ გაგიღიმათ, სერ! ცოტა უფრო მეტი ენერგია და თქვენ უკვდავებას დაიმსახურებდით, როგორც ჩემი მკვლელი.
რეჟოსირის ტრაგედია
ბერნარდ შოუმ ერთხელ მიიღო მიწვევა ახალი პიესის პრემიერაზე. სპექტაკლის შემდეგ რეჟისორმა ჰკითხა დრამატურს:
- რა განსხვავებაა კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის?
- ყმაწვილო – უპასუხა შოუმ – ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ ხედავთ
განსხვავებას კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის, ეს პირადად ჩემთვის
კომედიაა, მეყურებლისათვის დრამა, თქვენთვის კი ტრაგედია.
ქათინაურების გაცვლა
ინგლისელმა მსახიობმა ქალმა უთხრა ბერნარდ შოუს:
- თქვენ რომ ჩემი მეუღლე იყოთ, ყავაში უსათუოდ საწამლავს ჩაგიყრიდით.
- მე კი, თქვენი ქმარი რომ ვიყო, სიამოვნებით დავლევდი მას – უპასუხა შოუმ.
ვირი არ გამოგადგებათ?
ცნობილი მსახიობი დევრიენი ბერლინის თეატრში შექსპირის პიესაში ,,რიჩარდ III” რიჩარდის როლს ასრულებდა.
ფინალურ სცენაში, როდესაც წამოსთქვა: ,,ცხენი! ცხენი! მთელს ჩემს სამეფოს
ერთ ცხენში გავცვლი!”, უკანასკნელი უარუსიდან ერთ-ერთმა მაყურებელმა
გადმოსძახა:
- ვირი არ გამოგადგებათ?
- როგორ არა, ჩამობრძანდით! – მაშინვე დაეთანხმა დევრიენი.
ჭკვიანი მაყურებელი
- ძალზე მოსაწყენი პიესაა. გირჩევთ წასვლას მეორე ქმედების შემდეგ.
- რატომ პირველის შემდეგ არა?
- პირველის შემდეგ გასასვლელში დიდი ჭედვა იქნება.
ერთი საათი ლოდინი
ცნობილი კომპოზიტორი ბოროდინი ძალიან დაბნეული პიროვნება გახლდათ.
ერთხელ სახლიდან გასვლისას, კარზე პატარა ბარათი მიამაგრა წარწერით: ,, ერთ
საათში დავბრუნდები”.
რამდენიმე ხნის შემდეგ შინ რომ დაბრუნდა და წერილი ნახვდა, საშინლად შეწუხდა:
- საწყენია, მაგრამ რას იზამ, მომიხდება მოცდა… ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა, საკუთარი თავის მოლოდინში.

|