მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » კარტოფილის ,,გოჭი" (სამარხვო)
6:26 PM
კარტოფილის ,,გოჭი" (სამარხვო)


კარტოფილის გოჭი

გოჭს ღუმლის ფირფიტაზე ”ძერწავთ”
მასალა:
1 კგ. კარტოფილი
200 გრამი მცენარეული ცხიმი
1 საშუალო თავი ხახვი
200 გრამი ქამა სოკო
შავი პილპილი
ხმელი ქინძი
მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

გააკეთეთ კარტოფილის პიურე, შეაზავეთ მარილით და ცხიმით. სოკო და ხახვი დაჭერით და ცხიმში მოშუშეთ. დაუმატეთ ხმელი ქინძი, ცოტა მარილი და შავი პილპილი. შემდეგ შეეცადეთ პიურეს გოჭის ფორმა მისცეთ (გაითვალისწინეთ, ის აუცილებლად მშრალი უნდა იყოს). შუაში, შიგნით, ისე, რომ გარედან არ ჩანდეს, მოათავსეთ სოკოიანი მასა. როცა გოჭის ”გამოძერწვას” დაამთავრებთ, წაუსვით სამარხვო მაიონეზი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე (გოჭს ღუმლის ფირფიტაზე ”ძერწავთ”). 20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ გამოიღოთ. გააფორმეთ ისე, როგორც სურათზეა მოცემული ან ფანტაზია მოიშველიეთ.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 930 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა