მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » ხორცის რულეტი
6:31 PM
ხორცის რულეტი


ხორცის რულეტი
ხბოს რბილი ხორცი დაჭერით თხელ ფენებად, დასერეთ და დაბეგვეთ.
ინგრედიენტები:

600 გრ. ხბოს ხორცი
300 გრ. ქათმის ფილე
150 გრ. ქამა სოკო
2 თავი ხახვი
1 კვერცხი
პილპილი, მარილი და ორცხობილას ფხვნილი

მომზადების წესი:

ხბოს რბილი ხორცი დაჭერით თხელ ფენებად, დასერეთ და დაბეგვეთ.

ჭვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
ხბოს ხრცი დაალაგეთ ისე, რომ მართკუთხედი მიიღოთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაალაგეთ ზემოდან ქათმის დაჭრილი ხორცი, შემდეგ თანაბარ სისქეზე გადაანაწილეთ სოკოს ნაზავი.

დაახვიეთ, როგორც რულეტი, შეკარით კულინარიული ძაფით, წაუსვით გათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ ორცხობილას ფხვნილი, შეახვიეთ ფოლგაში და შედგით ღუმელში. ნახევარი საათის შემდეგ გადააბრუნეთ. 25 წუთის შემდეგ შეამოწმეთ არის თუ არა მზად.

ხორცის ნაჭრები დიდი ზომის უნდა იყოს, თუ ასე არ გამოგივათ, მაშინ უმჯობესია რამდენიმე პატარა რულეტის გაკეთება.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 962 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა