მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » მეგობრობის ფერები
8:44 PM
მეგობრობის ფერები


ერთხელ ფერებს შორის კამათი გაიმართა იმის შესახებ, თუ რომელი იყო მათ შორის საუკეთესო. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ ის იყო ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი. მწვანე ფერმა თქვა: ფაქტია, რომ მწვანე ყველაზე კარგი ფერია. მე სიცოცხლისა და იმედის ნიშანი ვარ. მინდვრებს,ხეებსა და ფოთლებს ჩემი ფერი მისცა შემოქმედმა. შეხედეთ სამყაროს და მიხვდებით იგი ჩემს ფერებშია ჩაფლული. მწვანე ფერს ცისფერმა შეაწყვეტინა საუბარი: შენ მხოლოდ დედამიწაზე საუბრობ, აბა ზემოთ აიხედე ცები და სივრცეები ჩემი ფერით არის დაფარული. ცისფერი სიცოცხლის,ოცნებისა და მშვიდობის ფერია. მშვიდობის გარეშე კი არაფერი იარსებებდა ამქვეყნად. ცისფერ ფერს ყვითელი ჩაეჭრა საუბარში: ამ ყველაფერს მართლა სერიოზულად საუბრობთ, თუ მეჩვენება? მზე, მთვარე და ვარსკვლავები ყვითელი ფერის არიან. მე სიცოცხლე, ღიმილი და სითბო მომაქვს ამქვეყნად. ჩემს გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ამის შემდეგ ნარინჯისფერმა დაიწყო საუბარი: მე ჯანრმთელობისა და სიძლიერის ფერი ვარ. ნაყოფი და ბოსტნეული, რომელსაც ჩემი ფერი აქვს უამრავ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს. წითელი წყობიდან გამოვიდა: მე ყველაფერს ვმართავ. მე სისხლი ვარ – სიცოცხლე ! შიშისა და სიმამაცის ფერი ვარ. ჩემს გარეშე დედამიწა ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორც მთვარე. მე სიყვარულისა და ვნების სიმბოლო ვარ . . . და ბოლოს ლურჯიც ალაპარაკდა, თუმცა მის ხმაში სხვებზე მეტი სიმშვიდე და მოკრძალება შეიმჩნეოდა. დაფიქრდით ჩემზეც. მე სიჩუმის ფერი ვარ,რადგან რთულია ბუნებაში ჩემი შემჩნევა. მე ფიქრისა და გრძნობის ფერი ვარ... და გამოვხატავ ბალანსს,კონტრასტსა და შინაგან სიმშვიდეს. ფერები კვლავ განაგრძობდნენ ჩხუბსა და დავას, როდესაც წვიმა ჩაერთო მათ საუბარში: ძალიან სულელურ რამეზე ჩხუბობთ... ვერ ხვდებით, რომ თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მისია და ვალდებულება გაკისრიათ ამქვეყნად? თქვენ ყველანი საუკეთესოები, განსაკუთრებულები და უნიკალურები ხართ. გთხოვთ, ჩაჰკიდოთ ხელი ერთმანეთს და გამომყვეთ. ფერები დამშვიდნენ და ღიმილით ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს. და ბოლოს წვიმამ უთხრათ მათ: და დღეიდან, როდესაც წვიმა დასრულდება, გთხოვთ, რომ ყველანი ერთად მოეფინოთ ცას, ნიშნად იმისა, რომ ამქვეყნად ჯერ კიდევ არსებობს მშვიდობა,იმედი და მეგობრობა...











კატეგორია: ფსიქოლოგია | ნანახია: 1406 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა