მთავარი » 2011 » სექტემბერი » 09

მეგობრობის ფერები

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფსიქოლოგია



ერთხელ ფერებს შორის კამათი გაიმართა იმის შესახებ, თუ რომელი იყო მათ შორის საუკეთესო. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ ის იყო ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი. მწვანე ფერმა თქვა: ფაქტია, რომ მწვანე ყველაზე კარგი ფერია. მე სიცოცხლისა და იმედის ნიშანი ვარ. მინდვრებს,ხეებსა და ფოთლებს ჩემი ფერი მისცა შემოქმედმა. შეხედეთ სამყაროს და მიხვდებით იგი ჩემს ფერებშია ჩაფლული. მწვანე ფერს ცისფერმა შეაწყვეტინა

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ჩვენ და სამყარო (იგავი)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფსიქოლოგია

დიდი ხნის წინ ერთმა მეფემ უზარმაზარი სასახლე ააშენა და შიგნიდან სულ სარკეებით მოაპირკეთებინა. სასახლის ყველა კედელი, ჭერი და კარი სარკით იყო დაფარული. ერთხელ სასახლეში ძაღლი შეძუნძულდა. მიმოიხედა და ირგვლივ უამრავი ძაღლი დაინახა. საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან ძაღლი იყო. ძაღლმა სიფრთხილე გამოიჩინა -  მის ირგვლივ შეყრილი

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

როგორ

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფსიქოლოგია

ერთხელ, აღმოსავლეთის ერთმა მბრძანებელმა საშინელი სიზმარი ნახა, თითქოს ერთი მეორის მიყოლებით ყველა კბილი დასცვივდა. შეშინებულმა სიზმრების განმმარტებელი კაცი მოიხმო სასახლეში. მან ნაღვლიანი სახით მოისმინა სიზმარი და უთხრა მბრძანებელს:

- მბრძანებელო, ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრა: ერთი მეორის მიყოლებით ყველა ახლობელს დაკარგავ.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გაბზარული დოქი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფსიქოლოგია


ჩინეთში ცხოვრობდა ერთი მოხუცი ჩინელი ქალი. მას ორი დოქი ჰქონდა. გაიდებდა ხოლმე ეს მოხუცი ჩინელი ქალი მხრებზე ჯოხს, ერთ ბოლოზე ერთ დოქს ჩამოკიდებდა ყურით, მეორე ბოლოზე - მეორეს და მიდიოდა წყაროსთან წყაროს წყლის წამოსაღებად.

ერთი დოქი გაბზარული იყო, მეორე კი - სრულიად უნაკლო. უნაკლო დოქი მუდამ წყლით სავსე მიჰქონდა სახლამდე, გაბზარული კი - ნახევრადდაცლილი.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ფროიდი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები



"ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.”
"ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება.”
"ანატომია ბედია.”

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ოთარ ჭილაძე ( მარტის მამალი)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები

რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს.

თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა, აი როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები. ქვეყანას აიკლებ ამაო წუწუნით, კვნესითა და მუდარით. არ მინდა, მეშინია… სამარცხვინო საქციელია და მეტი არაფერი. ფუი ამისთანა სიცოცხლეს.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ნიჭიერი მწერალი (ვაჟა ფშაველა)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები

(არ ახალია - ძველია)

საჭიროდ ვრაცხ ამ თავიდანვე გავაფრთხილო მკითხველი, რადგან სიტყვას „მწერალი" როცა ვხმარობ, ვიგულისხმებ პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს.

ვინ არის ნიჭიერი მწერალი?

ვის დაერქმის ღირსეულად ეს სახელი?

რა ნიშნები ეტყობა უტყუარ ნიჭსა?

მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი „ენა" უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ, - მწერლის სულია. ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი „მე". ამიტომ ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა