8:36 PM როგორ | |
ერთხელ, აღმოსავლეთის ერთმა მბრძანებელმა საშინელი სიზმარი ნახა, თითქოს ერთი მეორის მიყოლებით ყველა კბილი დასცვივდა. შეშინებულმა სიზმრების განმმარტებელი კაცი მოიხმო სასახლეში. მან ნაღვლიანი სახით მოისმინა სიზმარი და უთხრა მბრძანებელს: - მბრძანებელო, ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრა: ერთი მეორის მიყოლებით ყველა ახლობელს დაკარგავ. ამ სიტყვებმა განარისხა მბრძანებელი. ბრძანა დილეგში ჩაეგდოთ ეს უბედური და სხვა სიზმრების განმმარტებელი მოეყვანათ მასთან, რომელმაც მოსმინა სიზმარი და თქვა: - ბედნიერი ვარ გაცნობო სასიხარულო ამბავი - ყველა შენს ახლობელზე დიდხანს იცოცხლებ, ისეთი დღეგრძელი იქნებიო. მბრძანებელს ძალიან გაუხარდა ამის მოსმენა და უხვად დააჯილდოვა ეს კაცი. გარშემომყოფებს გაუკვირდათ: - შენ ხომ ზუსტად იგივე უთხარი, რაც შენმა წინამორბედმა? მაშ, რაღატომ დასაჯა იგი მბრძანებელმა, შენ კი ასე უხვად დაგაჯილდოვა? - გაოცებულები ეკითხებოდნენ ისინი. - ორივემ ერთნაირად განვმარტეთ სიზმარი, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ "როგორ" იტყვი და არა იმაზე, თუ "რას" იტყვი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |