5:56 PM სახალისო ლეგენდა ცოლებზე | |
თავის დროზე ღმერთმა 10 ადამი შექმნა. ერთი მეთევზე იყო, მეორე მონადირე, მესამე მიწათმოქმედი და ასე შემდეგ… ერთ დღესაც ყველანი მივიდნენ ღმერთთან და შესჩივლეს: – ყველაფერი კარგია, მაგრამ რაღაც გვაკლია, მოწყენილობაა. ღმერთმა შესთავაზა: – გამოძერწეთ ყოველმა თქვენგანმა ქალი, ვისაც როგორი გინდათ: მაღალი, დაბალი, მსუქანი, გამხდარი… მე კი მათ სულს ჩავბერავ და თქვენი ცოლები გახდებიან. ასეც მოიქცნენ. მერე ღმერთმა ხონჩით მისცა 10 დიდი ნატეხი შაქარი. თან უთხრათ: – ყველამ თითო ნატეხი შაქარი აიღეთ და თქვენ შექმნილ ქალს აჭამეთ, რომ ტკბილად გამოგადგეთ. ხონჩა მალე დაცარიელდა. ღმერთმა ისევ მიმართა კაცებს: – თქვენ შორის ერთი უსინდისოა. შაქარი 11 ნატეხი იყო. რომელიღაც თქვენგანმა 2 ნატეხი აიღო… გაბრაზებულმა ღმერთმა ქალები ერთმანეთში აურია და თვითეულ კაცს შემთხვევით ამორჩეული ქალი არგუნა ცოლად. მას მერე ათიდან ცხრა კაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |