6:29 PM სალათა ,,მონარქის ქუდი" | |
მასალა: 3-4 ცალი დიდი ზომის კარტოფილი, 1 დიდი ჭარხალი, 150 გრამი მაგარი ყველი, 3-4 ცალი კვერცხი, 300 გრამი ღორის ხორცი, 1 ცალი ბროწეული, მწვანე ბარდა, მაიონეზი, ნიგოზი, ზეთისხილი, 1 თავი წითელი ხახვი, მარილი და ნიორი გემოვნებით. მომზადების წესი: ჭარხალი და კარტოფილი მოხარშოთ და გახეხოთ მსხვილად, ხოლო უმი სტაფილო-წვრილად. მოხარშული კვერცხის გული წვრილ სახეხზე გახეხეთ, ხოლო ცილა-მსხვილზე. მოხარშული ხორცი კუბიკებად დაჭერით. ცალკე გახეხეთ ყველი. ნიგოზი იჭრება წვრილად. ნიორი შეგიძლიათ დანაყოთ ან ძალიან წვრილად დაჭრათ. სალათი კეთდება ფენებად. ყოველ ფენას ესმევა ნივრითა და მარილით შეზავებული მაიონეზი. 1 ფენა - კარტოფილი, 2 - ჭარხალი, 3 - სტაფილო, 4 - ნიგოზი, 5 - ხორცი, 6 - კარტოფილი, 7 - კვერცხის გული, 8 - ყველი, 9 - ხორცი, 10 - სტაფილო. ზევიდან სალათი მთლიანად მაიონეზით იფარება და ირთვება, ბროწეულით, მწვანე ბარდით, ნიგვზით, ფორთოხლის კანით, ზეთის ხილით ზუსტად ისე, როგორც სურათზეა. ზევიდან გვირგვინი კეთდება წითელი ხახვისგან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |